
საქართვლოში ახალი საფეხბურთო სეზონი 2025 წლის 28 თებერვლიდან დაიწყება. გათამაშებას, „გარეჯის" სახით, დებიუტანტი ეყოლება. საგარეჯოელები პირველ მატჩს, გორში, 2 მარტს თენგიზ ბურჯანაძეზე ჩაატარებენ და „დილას" დაუპირისპირდებიან.
სეზონი კი, როგორც უკვე გითხარით, 28 თებერვალს გაიხსნება და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იბერია 1999", „თელავს" დაუპირისპირდება, რომელმაც შეგახსენებთ, ძლიერთა შორის ადგილი 2024 წლის სეზონის ბოლოს ფლეი-აუთში შეინარჩუნა.
ახალ სეზონს ორივე კლუბი სიახლეებით ხვდება, ცვლილებებია როგორც მოთამაშეთა შორის ასევე სამწვრთნელო შტაბებში. მაგალითად, ახალი სეზონის პირველივე ტურში, ეროვნულ ლიგაში, მწვრთნელის რანგში დებიუტი ექნება ვალერი გაგუას. „თელავის" ახალი, 44 წლის სპეციალისტი, გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა თანაშემწე ლევან მერებაშვილთან და ფიზმომზადების მწვრთნელ ალექსანდრე პიუნიკთან ერთად, რომლებიც ბოლო სეზონში ერთად „დინამო თბილისი 2"-ში მუშაობდნენ. კახური კლუბის მიერ მწვრთნელის წარდგენისას, კლუბის მიერ გავრცელებულ ფოტოებში, ძმები დავით და ჯადული იობაშვილებიც ვიხილეთ, რომლებიც „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილები არიან და ალბათ, ამ აკადემიის სხვა აღზრდილებთან ერთად, რომლებიც გაგუას „თელავში" დახვდნენ, ახალი სეზონიდან პირველ რიგში კახელი გულშემატკივრის გახარებას შეეცდებიან. ჩვენი ინფორმაციით, თელაველებმა ბოლნისის „სიონის" მოთამაშე ანდრია დევდარიანიც დაიმატეს, სეზონის ბოლომდე კიდევ გეგმავენ რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერებას. არაა გამორიცხული გუნდმა „დინამო თბილისიდან" ლევან ოსიყმაშვილიც დაიმატოს, თუკი, ეს უკანასკნელი ისრაელში არ გააგრძელებს კარიერას. დიდი ალბათობით, სეზონის დაწყებამდე, 9 თებერვლიდან, „თელავი" უცხოურ შეკრებასაც გაივლის. ერთია, რასაც ჩვენის მხრივ დავამატებდით, კარგი იქნება, თუკი „თელავს" ბოლოს და ბოლოს, ეღირსება საკუთრი, თანამედროვე საფეხბურთოს საფარის მქონე სტადიონი, რამეთუ ამ გუნდში, ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებიც თამაშობენ და 2025 წელს ქართულ ასაკობრივ ფეხბურთს ისინი, ძლიან სჭირდებიან.
![]() |
![]() |
თუმცა, ისევე, როგორც „იბერია 1999"-ში, რომელიც დიდი ალბათობით, ამ სეზონსაც თბილისში, პეტრო არენაზე ითამაშებს. გუნდი, აუცილებლად შეეცდება ტიტულის შენარჩუნებას და ევრო სარბიელზე თავის გამოჩენას. ამ მომენტისთვის სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციებით, ვიცით, რომ გუნდი ერთ-ერთმა ლიდერმა, ეროვნული ლიგის 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა გიორგი კოხრეიძემ დატოვა. ვიცით, რომ კლუბმა გაახანგრძლივა ხელშეკრულება რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელთანაც, რომლებიც „იბერია 1999"-ის ღირსებას გასულ სეზონში იცავდნენ. 2025 წელს, ამ მომენტისთვის თბილისურმა კლუბმა, მხოლო ერთი ახალი ფეხბურთელის შესახებ გააკეთა - გუნდში, 23 წლის სურინამელი ნახევარმცველი დორასო კლასი ითამაშებს, რომელსაც ნიდერლანდებში („დენ ბოსხსი" და „დენ ჰააგა") და ბოლოს ბელგიაში („დეინცენი") თამაშობდა და ქართულ კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ მომენტისთვის „იბერია 1999" თბილისში, საბურთალოზე, „ბენდელას" სტადიონზე შეუდგა ახალი სეზონისთვის მზადებას.
პირველი ტური (იხილეთ ახალი სეზონის კალენდარი) კი, 2 მარტს ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, „დინამოების" დერბით დასრულდება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება და ალბათ, როგორც ყოველთვის ამ გუნდების დაპირისპირებებისას ესეც საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იქნება. ბუნებრივია, ორივე გუნდში არის სიახლეები და ახალი სეზონის დაწყებამდე ჩვენ შევეცდებით, მათ შესახებაც გიამბოთ. ამ ეტაპზე გეტყვით მხოლოდ, რომ ტრადიციული „მიგრაციის" შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილის ბათუმური „დინამო" ერთი თვით, თურქულ შეკრებაზეა. რაც შეეხება, თბილისურ გუნდს, რომელიც წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამჟამად შეკრებაზე პორტუგალიაში იმყოფება და ბოლო ინფორმაციით, რომელიც კლუბმა დღეს დაადასტურა, საქართველოს 19 გზის ჩემპიონს, ყოფილი დინამოელი, მეკარე სტეფან სიკაჩი შეუერთდა, რომელიც, 2019 წელს „დინამოელებთან ერთად, საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა. მანამდე, ერთი წლით ადრე კი, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი იყო, ამავე გუნდთან ერთად.

და ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ 2025 წლის 7 მარტიდან განახლდება საქართველოს ეროვნული ლიგა 2, რომელშიც წელს მარტვილის „მერანთან" ერთად, „მეშახტე", „გონიო" და „იბერია 1999-2" შეუერთდებიან. ამ ლიგის სათამაშო კალენდარი, ამ მომენტისთვის არ გამოქვეყნებულა.
სტატიაში გამოყენებულია „იბერია 1999"-სა და „თელავის" ფოტო-მასალა





ჩვენ









