ფრანგულმა გრანდმა როგორც იქნა „კვარას“ ტრანსფერი „შეიმჩნია“
ფრანგულმა გრანდმა როგორც იქნა „კვარას“ ტრანსფერი „შეიმჩნია“
18.01.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პსჟ მოხარულია გაცნობოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულება დადებულია. 23 წლის ქართველი ვინგერი, რომელსაც 7-ნომრიანი მაისური ეცმევა არის პირველი ქართველი ჩვენი კლუბის ისტორიაში!


ასე იწყებს ფრანგული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას წარდგენას საკუთარი და კლუბის გულშემატკივრისთვის მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც უკვე ხვალ დილიდან ოფიციალურად, ვიდრე „კვარა" ამ გუნდში იქნება, არ მოაკლდება ქართველი ფეხბურთის ქომაგების მხარდაჭერა.


პარიზული კლუბი, ხვიჩას წარდგინებისას საკუთარ გულშემატკივარს ქართველის იტალიურ თავგადასავალსაც უყვება, რაც ჩვენმა ქომაგმაც და მკითხველმაც კარგად იცის, ამიტომ ზედმეტად ხვიჩას ნეაპოლური ვოიაჟით თავს არ შეგაწყენთ. შეგახსენებთ მხოლოდ, რომ ქართველმა რომელმაც „ოქროს ბურთის" გამოკითხვაში მოახერხა მე-17 ყოფილიყო, გახდა საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე ჩემპიონთა ლიგაზე, „ნეაპოლის" შემადგენლობაში 107 შეხვედრა ჩაატარა გაიტანა 30 გოლი და 29 საგოლე გადაცემა მიიწერა.


პსჟ, „კვარას" სანაკრებო მატჩებსაც და ეროვნულ ნაკრებამდე გზას იხსენებს, ამასთან აღნიშნავს, რომ 2019 წლის 7 ივნისის შემდეგ, როდესაც ის „უფროს" გუნდში გამოჩნდა, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, ოფიციალურ თამაშებში 40 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამას გარდა, ქართველმა, მისი ქვეყნის, ანუ ჩვენი გუნდისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, 2024 წელს 1/8 ფინალშიც ითამაშა.


„ოცნებაა ითამაშო აქ. ძალიან ბევრი გამიგია დადებითი პსჟ-ზე. ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ დიდებულ გუნდს შევუერთდი და მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, ახალი მაისური მოვირგო", - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ჯერ ქართულმა მედიამ, არ ვიცით, ჩვენთან კონტაქტი, კონტრაქტის შესაბამისად, ისევ ისე ექნება აკრძალული, როგორც ეს „ნაპოლიში" იყო, თუ ხელშეკრულების ამ მუხლში, ქართველი ქომაგისთვის საინტერესო ფეხბურთელისთვისაც შეიცვალა რამე.


„მოხარულები ვართ რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ოჯახის წევრი გახდა. ხვიჩა არის ერთი ნათელი მოთამაშე მსოფლიო ფეხბურთში - ტალანტი, მამაცი, რომელსაც შეუძლია ბრძოლა გუნდისთვის პირველ რიგში. ხვიჩა იყო მონდომებული ჩვენი გუნდის წევრი გამხდარიყო. მჯერა, რომ ჩვენთან ერთად ის თავისი მიზნების მიღწევას მოახერხებს. მოხარულები ვართ, რომ ვძლიერდებით და ვაგრძელებთ, პსჟ-ს შევუნარჩუნოთ ვარსკვლავური გუნდის სახე", - ამბობს პსჟ-ს პრეზიდენტი.


ხვიჩაზე საუბრისას ფრანგული გრანდი აღნიშნავს, რომ „კვარა", ქართული სახელოვანი კლუბის „დინამო თბილისის" აღზრდილია, რომელმაც ამ კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი გამოირა და დებიუტიც ეროვნულ ლიგაში, სწორედ ამ კლუბის შემადგენლობაში შედგა 2017 წლის სექტემბერში, როდესაც ფოთის „კოლხეთი 1913"-ის წინააღმდეგ, საგოლე გადაცემაც მიიწერა.


შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკება, რომელმაც დაახლოებით მთელი ახალი წელი „წაიღო" საბოლოოდ გაფორმდა. ხვიჩა კვარაცხელიამ, ფრანგულ კლუბთან 2029 წლის ჩათვლით გააფორმა ხელშეკრულება და დღეს, გეგმის მიხედვით, სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.


ჩვენი გვერდი, წარმატებას უსურვებს ხვჩიას  უკვე ფრანგულ თავგადასავალში და იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველს, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის იანვრის შედგომ თამაშებზე, პარიზელთა შემადგენლობაში ვიხილავთ, მანამდე კი, პსჟ  23 იანვარს „მანჩესტერ სითის" წინააღმდეგ გაიმართება!


ფოტო: (C) psg