
როდესაც მთელს თუ არა, ნახევარ საქართველოს ეძინა შორეულ ამერიკაში, Intuit Dome-ზე ერთმა ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი დაიცვა. საჩემპიონო ბრძოლის დასრულების შემდეგ, პირველ კომენტარში მერაბ დვალიშვილი ერთ საინტერესო დეტალს გაიხსენებს, უმარ ნურმაგომედოვთან მარტში მინდოდა მებრძოლა, მაგრამ მაშინ რამადანი უწევდა და მე მოწინააღმდეგეს ანგარიში გავუწიეო. სამაგიეროდ, როდესაც, საქართველოს გაღვიძებული ნაწილიდან, ისინი ვინც მერაბის ბრძოლას არ ადევნებდნენ თვალს და ნათლისღების საზეიმო ლიტურგიაში მონაწილეობდა, მერაბი ქამრის დასაცავად ოქტაგონზე იდგა. ეს, უბრალოდ ლირიული გადახვევა და მცირე დეტალია, მეტოქისადმი პატივისცემის საჩვენებლად.
რაც შეეხება დღევანდელ, ქართველი მერაბ დვალიშვილისა და რუსეთის სახელით მოასპარეზე დაღესტნელი უმარ ნურმაგომედოვის შეხვედრას, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ აშშ-ში, Intuit Dome-ზე შედგა და საბოლოოდ, მსაჯების გადაწყვეტილებით, ქართველის სასარგებლოდ დარსულა, შემდეგნაირად დავახასიათებდით - პირველი რაუნდი ფრთხილი, მეორე აქტიური, მესამე თეიქდაუნების, მეოთხე უპირატესი და მეხუთე ბოლომდე გაკონტროლებული სიტუაცია - ეს მოკლედ, იმ ბრძოლის შესახებ, რომელიც საბოლოოდ, UFC 311-ის სუპერსუბუქ წონაში ქართველი მებრძოლის მერაბ დვალიშვილის გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა, ერთი წლით ადრე ამერიკელ შონ ო'მალისთან დაპირისპირების შემდეგ მოგებული UFC-ის ჩემპიონის ქამარი დაიცვა და MMA-ის ტიტული შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რო 34 წლის ქართველმა ზედიზედ მეთორმეტე ბრძოლა მოიგო. სხვათა შორის, ქამრის დაცვის მიღმა, დღეს ქართველმა გააუმჯობესა გდებების რეკორდი, რომელიც კანადელ ჟორჟ სან-პიერის ეკუთნოდა.
![]() |
![]() |
„მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ იყო. ფავორიტი არ ვიყავი, მაგრამ ყველას საკადრისი პასუხი გავეცი. ჩემი თავის ყოველთვის მჯერა! მიყვარხარ საქართველო," - ამბობს მერაბ დვალიშვილი.
ლაშა კუპრაშვილის ფოტოები





ჩვენ









