„შალომ იზარაელ“ - ქართველი კალათბურთელები ისრაელში არიან
„შალომ იზარაელ“ - ქართველი კალათბურთელები ისრაელში არიან
29.08.2017
ავტორი:

თბილისის დროით 14:00 საათზე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, ათენიდან ისრაელში ჩაფრინდა. „აკროპოლისის თასის" გათამაშების და ბერძნული შეკრების დასასრულს, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ის 12 კაცი დაასახელა, რომელიც ევრობასკეტზე, ისრაელში ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.

მაიკლ დიქსონი („სტარსბურგი" საფრანგეთი),  გიორგი გამყრელიძე („ტიტები" საქართველო), ანატოლი ბოისა (თავისუფალი აგენტი) , ზაზა ფაჩულია („გოლდენ-სტეიტ უორიორსი" აშშ), გიორგი ცინცაძე (თავისუფალი აგენტი), გიორგი შერმადინი („უნიკახა" ესპანეთი), დუდა სანაძე (თავისუფალი აგენტი), მანუჩარ მარკოიშვილი („რეჯო" იტალია), მიხეილ ბერიშვილი („დინამო" თბ, საქართველო), თორნიკე შენგელია („ბასკონია" ესპანეთი), გოგა ბითაძე („მეგა ლექსი" სერბეთი), ილია ლონდარიძე  („დინამო" თბ, საქართველო) უკვე ისრაელში არიან.

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 31 აგვისტოს ლიტვის  ნაკრებთან გამართავს.  წელს, ევრობასკეტის ჯგუფური თამაშები 4 ქვეყანაში ტარდება. ისრაელში, სადაც ჩვენ B ჯგუფი მონაწილეობს მასპინძლები, ისრაელის, ლიტვის, გერმანის, იტალიისა და უკრაინის ნაკრებები ასპარეზობენ.

კიდევ 3 ჯგუფი, რომლებშიც ასევე 6-6 გუნდია გადანაწილებული რუმინეთში, ფინეთსა და თურქეთში თამაშობენ. პლეი-ოფში, თითოეული გუნდიდან 4 საუკეთესო გადის. საუკეთესო 16 გუნდი, უკვე თურქეთში გააგრძელებს ევრობასკეტის მთავარი ტროფეისთვის ბრძოლას.

ეს არის ცხრილი, რომელიც პლეი ოფის პირველ წრეში გუნდებს, ე.წ. ჯვარედინი სისტემით დააწყვილებს. ერთმანეთს A - B და C - D ჯგუფების საუკეთეოს 4-ეული, შემდეგი თანმიმდევრობით დაიპირისპირდებიან:

B2 - A3

C1 - D4

A1 - B4

D2 - C3

 

B1 - A4

C2 - D3

A2 - B3

D1 - C4


 

ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში საქართველოს პოტენციური მეტოქეები A ჯგუფის მონაწილეები არიან. აქ 4 საუკეთესო, ფინეთში გაირკვევა. ჰელსინკში პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, ისლანდია და სლოვენია ასპარეზობენ.