
ნინო წიკლაურმა 2025 წლის პირველი სტარტი მოიგო - ქართველმა სამთო მოთხილამურემ ავსტრიაში მიმდინარე შეჯიბრის მეორე საასპარეზო დღეს, ორი დაშვების ჯამში 1:34.55 (46.80, 47.75) წამი დააფიქსირა, რაც დღის, 19 იანვრის შედეგებში 0.04 წამით უკეთესი აღმოჩნდა, დანარჩენ მონაწილეთა შორის და ქართველმაც გამარჯვება იზეიმა!
ჩვენი გვერდის მკითხველს ემახსოვრება, რომ ახალი, 2025 წლის დასაწყისში, TSFF.Ge-m წლის სპორტული მოლოდინების თაობაზე გამოაქვეყნა სტატია. ბევრ სხვა საინტერესო და მნიშვნელოვან შეჯიბრს შორის კი, წელი, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიების მოსაპოვებლად მებრძოლ სპორტსმენებზეც ვისაუბრეთ და მათ შორის, ნინო წიკლაურზე. ქართველი სამთო-მოთხილამურე ქალი, რომელსაც ზამთრის ოთხ ოლიმპიურ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული, ჯერ-ჯერობით ერთადერთია, რომელსაც სამთო სათხილამურო სპორტში ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მიპოვება შეუძლია.
![]() |
![]() |
ამდენად, ორი წლის წინ მიღებული ტრავმის და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ, ნინოს ყველა სტარტი უაღრესად მნიშნელოვანია. ჩვენი გვერდი, ტრადიციულად შეეცდება სპორტსმენთან დაკავშირებას და უშუალოდ მისგან გაგებას, სამომავლო გეგმების თაობაზე. მანამდე, კი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნინომ, 18 იანვარს ავსტრიის კურორტ სანტ მიხაილში FIS-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრში, სლალომში მეორე ადგილი დაიკავა.
ქართველმა პირველი ცდა 49.21 , მეორე 48.24 წამში დაფარა, ორი დაშვების ჯამში 1:37.45 დრო აჩვენა და გამარჯვებულს, მირაბელ რეჩველს აშშ-დან, +1.27 წამით ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა. შეჯიბრში 13 ქვეყნის 30 სპორტსმენი ასპარეზობდა (ტურნირის ოქმი).
,,ბოლო ორი სეზონი ტრავმის გამო ფაქტიურად ვერ ვისრიალე, შარშან მხოლოდ ორ შეჯიბრზე გამოვედი. აპრილის მერე აღარ მისრიალია, ისევ რეაბილიტაციას გავდიოდი და ახლა დავიწყე აქტიურად ვარჯიში. ვნახოთ როგორ გაგრძელდება", - ამბობს ნინო, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.





ჩვენ









