
წყალბურთელთა კლუბი „დინამო თბილისი" 2025 წელს, ევროპის თასის შეხვედრებით გახსნის. საქართველოს ჩემპიონი, აღნიშნულ გათამაშებაში, წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გამოთიშვის შემდეგ გადაერთო. სანაკრებო თამაშებზე გამოცდილება დაგროვილი დინამოელები, ევროტურნირის წლის პირველ შეხვედრას და გვინდა გვჯეროდეს არ იქნება ბოლო, იტალიაში, „პრო რეკო"-ს წინააღმდეგ გამართავს.
„2024 წელი ჩვენთვის ყველა მიმართულებით გამოწვევებით სავსე წელი იყო. პირველ რიგში, მწვრთნელის ცვლილება, რაც ვფიქრობ, ძალიან პოზიტიურად აისახა გუნდზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავაუმჯობესეთ წინა შედეგები, ძალიან სასარგებლო ცვლილებები შემოიტანა გუნდში, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მისი ხედვა თანხვედრაშია ჩვენს ამბიციებთან და ერთიანი ძალებით საერთო მიზნისკენ მივდივართ. 2025 წელს ჩვენი მიზნები ისევ უცვლელი რჩება; დავაგროვოთ შესაბამისი გამოცდილება, გავაგრძელოთ ისტორიის წერა და მივაღწიოთ ისეთ წარმატებას, როგორიც საქართველოს წყალბურთს ჯერ არ უნახავს", - ამბობს რეზი იმნაიშვილი, გუნდის კაპიტანი გასული წლის შეფასებისას.
იტალიურ „პრო რეკოს" საპასუხო შეხვედრაში, საკის კეჩაგიასის გაწვრთნილი „დინამო თბილისში" თბილისში, ოლიმპიკის საცურაო კომპლექსში, 6 თებერვალს უმასპინძლებს. შესაბამისად, ქართულ გუნდს, ორ-რაუნდიანი დაპირისპირების „ფინიშზე" ადგილობრივი ქომაგის მხარდაჭერა აუცილებლად დასჭირდება.
აღნიშნული თამაშების ცოცხალ რეჟიმში ტექსტური რეპორტაჟის ხილვა, თამაშების დღეს, შესაბამის ბმულზე გექნებათ.
ფოტო: დინამო თბილისი





ჩვენ







