Go Georgia, Go Kvara, Go PSG - სანდრო მამუკელაშვილი
Go Georgia, Go Kvara, Go PSG - სანდრო მამუკელაშვილი
21.01.2025
ავტორი: TSFF.Ge

პარიზში, „ქართული დღეები" იწყება. საფრანგეთის დედაქალაქში ორი საჩვენებელი მატჩის ჩასატარებლად, სანდრო მამუკელაშვილი და მისი „სან ანტონიო სპურსი" იმყოფება. „მამუს" გუნდი, 23 და 25 იანვარს ორ საჩვენებელ მატჩს ჩაატარებს, გამართავს სხვადასხვა სახის აქტივობას.


თუმცა, სანდრომ უკვე მოინახულა პარი სენ ჟერმენი და საჩუქრად პსჟ-ს ფორმაც მიიღო, მამუკელაშვილის წარწერით ზურგზე... კიდევ, „მამუ", ალბათ, ერთ-ერთი პირველი ქართველია ვინც პსჟ-ს 7-ნომრიანი მაისური შეიძინა, რომელსაც ზურგზე კვარაცხელია აწერია! ამასთან ქართველმა აღნიშნა: "მინდა ვუსურვო კვარას, ჩემს ფავორიტ ქართველ ფეხბურთელს წარმატება, Go Georgia, Go Kvara, Go PSG, baby!"...


აქვე გეტყვით, რომ 2 თებერვლიდან პარიზში, IJF-ის 2025 წლის სეზონიც იხსნება, პარიზის გრან სლემით, რომელშიც ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამას გარდა, არაა გამორიცხული ჩვენი ლაშა ბექაური, სწორედ, პარიზის გრან სლემზე საუკეთესო მამაკაც ჯუდოკადაც დასახელდეს, მისი ერთ-ერთი კონკურენტი PSG-დან ტედი რინერია!!!