ჟორჟი ყველგან უყვართ...
ჟორჟი ყველგან უყვართ...
22.01.2025
ავტორი: TSFF.Ge

უეფა-ს ევროპა ლიგაზე მე-7 თამაშამდე, რომელის ფრანგულმა „ლიონმა" სტამბოლში, „ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ უნდა გამართოს, კლუბის ქართველმა მოთამაშემ გიორგი მიქაუტაძემ, საქველმოქმედო აქციაში მიითო მონაწილეობა.

„თქვენი ქველმოქმედება აღფრთოვანებას იმსახურებს. მხოლოდ თამაშით არა, გულუხვობითა და დამოკიდებულებით მათ მიმართ, ვისთვისა ამ ქველმოქმედებას ეწევით, თქვენ მათ სტიმულს აძლევთ", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი ჟორჟის მიერ, ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტარში.


თავად ჟორჟიმ კი, ამ ვიდეოთი, ის ორი დღე შეაჯამა როდესაც, საქველმოქმედო OL Foundation-ის პროექტის ფარგლებში, ლიონის მახლობლად, ბრონის Femme Mère Enfant  ჰოსპიტალს ესტუმრა და იქ მყოფი ბავშვები მოინახულა და საჩუქრები მიუტანა.


„დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ აქციის ფარგლებში სტადიონის ფან-შოპში ქველმოქმედება გაიღო. სასიამოვნო იყო დროის ერთად გატარება. ასევე, მადლობას ვუხდი ჩემი კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ამ ღონისძიებისთვის", - ამბობს გიორგი მიქაუტაძე საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში..


შეგახსენებთ, რომ „ლიონი" ხვალ, 23 იანვარს, თბილისის დროით, 21:45 საათზე, უეფა-ს ევროპა ლიგის მე-7 კალენდარულ დღეს, სტამბოლში, „ფენერბაჰჩეს" შეხვდება.