
ადრე დაანონსებული 15 იანვრის ნაცვლად (ამ დღეს, მხოლოდ საკვალიფიკაციო მატჩი ჩატარდა), საქართველოს 2024-2025 წლების საქართველოს თასის გათამაშება 20 იანვარს დაიწყო და პირველი შეხვედრები 22 იანვრის ჩათვლით გაგრძელდა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ტურნირში ტრადიციულად 16 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან თერთმეტი „სუპერლიგას", ხუთი კი „ა" ლოგას წარმოადგენს.
აქვე გეტყვით, რომ 20 იანვარს დაწყებულ გათამაშებამდე, რამდენიმე დღით ადრე გაირკვა თასის გათამაშების ბოლო მონაწილე, „ა" ლიგაში ამოსულ „გრიფინსა" და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდებს შორის. თასის მთავარ ბადეში მოსახვედრად, საკვალიფიკაციო შეხვედრა 15 იანვარს გაიმართა და „გრიფინის" გამარჯვებით, 98-76 დასრულდა.
რაც შეეხება ტურნირის ოფიციალურ კალენდარს - აქ, დებულების მიხედვით, 1/8 და 1/4 ფინალებში საუკეთესო ორ-მატჩიან დაპირისპირებებში გაირკვევა. ამის შემდეგ კი, 1/2 გასული ოთხი გუნდი, გამარჯვებულს ოთხთა ფინალში ერთ-მატჩიანი დაპირისპირებები გამოავლენს.
საინტერესო გაზრდილია ტურნირში მასპინძელი ქალაქების და დარბაზების რიცხვით, საქართველოს თასის 2024-2025 წლების გათამაშების 1/8 ფინალებს თბილისის, გორის, კასპის, ტყიბულის, რუსთავის დარბაზებმა უმასპინძლა. პირველი რაუნდში კი, ასეთი შედეგები დაფიქსირდა:
„სოხუმი საქართველო" - „მარგვეთი" 96-104
„ვერა" - „გურჯაანი" 60-89
„რუსთავი" - „ქუთაისი" 84-72
„ბურჯი" - ვსა 76-76
„ორბი" - „ბათუმი" 72-94
„ამრა" - „რაში" 83-90
„გრიფინი" - თსუ 102-98
„ივერიონი" - კსუ 79-66
როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დაძაბული გამოდგა შეხვედრა რუსთავში, რომელშიც ადგილობრივმა გუნდმა, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, „ქუთაისი 2010" დამარცხება მოახერხა, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „რუსთავი" ტრადიციული საკალათბურთო კლუბია, საპასუხო შეხვედრა კი, ქუთაისშია გასამართი. ასე, რომ ამ წყვილის საპასუხო თამაშიც საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოვა.
ალბათ, ისევე, როგორც „გრიფინისა" და თსუ-ს დაპირისპირება. იუბილარი საკალათბურთო კლუბი თსუ ხომ, 100 წლის ისტორიას ითვლის, „გრიფინი" კი მხოლოდ 3 წლისაა, შესაბამისად, თსუ-ელები, თბილისში, საპასუხო მატჩში, ოთხზე მეტი ქულით მოგებას შეეცდებიან.
და ბოლოს, საინტერესო უნდა იყოს, ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდისა და „ბურჯის" საპასუხო თამაშიც, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი დაპირისპირება ფრედ, 76-76 დასრულდა. კალათბურთში კი, დასაც როგორც წესი „საფეხბურთო" ანგარიშები არ არის მიღებული, ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირებას უფრო მატებს აზარტს.





ჩვენ







