თამაშს, მხოლოდ 90 წუთის შემდეგ იგებ
თამაშს, მხოლოდ 90 წუთის შემდეგ იგებ
19.10.2018
ავტორი:

მორიგი სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ, დღეს, ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. 29-ე ტურში, ელიგის ლიდერები 21 ოქტომბერს ჩაებმებიან. მანამდე კი, გუნდებმა ამოსუნთქვა და ძალების აღდგენა მოასწრეს. თუმცა, არიან გამონაკლისი კლუბებიც, რომელთა ფეხბურთელებს ასაკობრივ ნაკრებებში მოუხდათ თამაში და მშობლიურ გუნდებს, მხოლოდ მეორე დღეა შეუერთდნენ. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი „დინამო თბილისია". სანაკრებო შესვენების დროს, კლუბის 9 ფეხბურთელს ახალგაზრდულ და 19-წლამდე ნაკრებებში მოუხდათ ასპარეზობა. ამ პერიოდში, დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, კახა კაჭარავამ ამხანაგური შეხვედრების დროს რამდენიმე, მათ შორის „იძულებითი" ექსპერიმენტიც გააკეთა. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის დროს „დინამო თბილისი" „ცხინვალთან" დამარცხდა. თუმცა, ამხანაგური თამაშებიც იმისთვისაა, რომ დაინახო, სად რა გჭირდება. მითუმეტეს, რომ ეროვნული ლიგა ფინიშის მოსახვევზე გავიდა და ახლა, ყველა თამაშს, ყველა ქულას და ყველა ფეხბურთელს თავისი წონა და საგანგებო ადგილი ექნება.

„დინამო თბილისი" ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრას 21 ოქტომბერს, „დინამო არენაზე", „ლოკომოტივის წინააღმდეგ" გამართავს. თბილისური დერბის შემდეგ, დინამოელებს, 27 ოქტომბერს გასვლაზე „სამტრედიასთან", 31 ოქტომბერს კი თბილისში „ტორპედოსთან" მე-3 წრის გამოტოვებული შეხვედრა ელით.


იხილეთ ინტერვიუ კახა კაჭარავასთან https://goo.gl/273NWa