
გენო პეტრიაშვილმა ტუტული დაიცვა. ამჯერად, უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა (125 კგ) მორიგ წარმატებას მიაღწია.
„ჩემთვის ამაღლებული გრძნობაა. დაწრმუნებული ვარ, თითოეული ქართველისთვის. მინდა ჩემს გულშემატკივარს, ქართველებს ვუთხრა, რომ ჩემი გამარჯვება ყოველთვის ეკუთვნის საქართველოს. ამ ჩემს გამარჯვებას ვუძღვნი შინდისის გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს. ჩემპიონატი საკმაოდ კარგი იყო. მყავდა ძლიერი მოწინააღმდეგეები. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ მოვიგე", - ამბობს გენო პეტრიაშვილი.
ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალურ შეხვედრაში, ჩინელ -ჟივეი დენგთან, უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და პირველი პერიოდი 2:0 მოიგო, საბოლოოდ 6:0 გაიმარჯვა.
აქვე გეტყვით, რომ პეტრიაშვილმა მერვედფინალში უნგრელ დანიელ ლიგეტის იოლად - 11:1 აჯობა, მეოთხედფინალში რუს ანზორ ხიზრიევს 8:5 სძლია, ნახევარფინალში კი ირანელ პარვიზ ხოდავირდი ჰადიბასმანჯს 13:6 მოუგო.
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე, 74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ხვალინდელმა დღემ კი, საქართველოს ნაკრებს კიდევ 2 მედალი შესაძლოა მოუტანოს.





ჩვენ








