1/4 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუბლიოვს დაუპირისპირდება
1/4 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუბლიოვს დაუპირისპირდება
31.01.2025
ავტორი: TSFF.Ge

მონპელიეში, ATP 250 -იან ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობას 1/4 ფინალიდან აგრძელებს. ხვალ, თბილისის დროით 22:00 საათიდან ქართველი ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდება. მომავალ მატჩამდე ჩოგბურთელების ურთიერთშეხვედრებში ანგარიში საყაიმოა 3-3. მსოფლიო რეიტინგში კი, ალბათ არ უნდა შეხსენება, რომ რუსი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებზეა და ტოპ 10-ეულში შედის.


რაც შეეხება დღევანდელ 1/8 ფინალურ დაპირისპირებას არტურ რინდერქნეშისთან, ის ქართველის სუფთად მოგებული პირველი სეტით დაიწყო. „ბასილამ" 6-0 მოიგო. ცოტა მძიმე გამოდგა მეორე სეტი, რომელშიც ბასილამ 7(7)-6(4) გაიმარჯვა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.