
ნაკლები დრო კომპიუტერული თამაშებისთვის და მეტი, განათლებისთვის. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საკალათბურთო სკოლაში ვარჯიშის პარალელურად უნდა მოხდეს. ყველაფერი კი იმიტომ უნდა იყოს ასე, რომ სპორტი მოულოდნელობებით არის აღსავსე და თუ ვინმე, დიდ კალათბურთს ვერ ითამაშებს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კიდევ ერთი ალტერნატივა, რომლითაც ცხოვრებას განაგრძობს და წარმატებული იქნება. ამ ალტერნატივას, ზოგად განათლებას კი, უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს „ზაზა ფაჩულიას აკადემიაში", რომელიც ამიერიდან თბილისის „დინამოს" საკალათბურთო სკოლაშიც აქტიურად დაინერგება.
„ზაზასთან, აკადემიაში რაც არ უნდა ნიჭიერი კალათბურთელი იყოს ვითხოვთ ნიშნებს, აკადემიური მოსწრება მაქვს მხედველობაში. ესეც დაინრგება „დინამოში". ვციდლობთ, ხელი შევუწყოთ ბავშვის სპორტულად და გონებრივად განვითარებას. სპორტის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა, დღეს, თამაშობ დიდ კალათბურთს, მეორე დღეს ფეხი იტკინო და სპორტსმენი ვეღარ გახდე. ამიტომ, ბავშვის განათლება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - ამბობს ლაშა ფარღალავა , „ზაზა ფაჩულიას აკადემიის" სპორტული დირექტორი.

ლაშა ფარღალავა და კიდევ რამდენიმე მწვრთნელი „ზაზას აკადემიიდან" შაბათს, თბილისის „დინამოს" ბაზას ესტუმრნენ და „დინამოს" მწვრთნელებთან ერთად, ერთობლივი სასელექციო ვარჯიში ჩაატარეს. სკოლიდან, ე.წ. „ნიშნების ფურცელის" შესახებაც სწორედ, ამ ვარჯიშის დასრულების შემდეგ უთხრეს ბავშვებს.
„დინამოს" საკალათბურთო სკოლაში, აქცენტი არა მხოლოდ სპორტულ შედეგზე, არამედ, საერთო განათლებაზეც გაკეთდება. კიდევ ერთი პრინციპი, ამ ახალი გადანაწილებით გაიზრდება კონკურენცია - ეტაპობრივად, მწვრთნელები დააკვირდებიან აღსაზრდელებს და შედარებით ძლიერ ჯგუფებში მოხდება ბავშვთა „დაწინაურება" და პირიქით", - ამბობს, ბუბა კვიმსაძე საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამოს" აღმასრულებელი დირექტორი.

თუმცა, ამ დღეს, დიღმის ბაზაზე „ზაზას აკადემიის" მწვრთნელების სტუმრობა, „დინამოს" სკოლაში დარეგისტრირებული ბავშვების ნახვას და სასელექციო დატვირთვას ატარებდა. საკალათბურთო კლუბის თბილისის „დინამოს" ახალი ხელმძღვანელობის თქმით, მაშინ, როდესაც 70 ბავშვს, მხოლოდ 2 მწვრთნელი ავარჯიშებს, რთულია ყველას დრო თანაბრად გადაუნაწილო და მის განსავითარებლად ცოდნა მისცე. ამას გარდა, დიდ ჯგუფებში, ვერც ბავშვები ახდენენ რეალიზებას და შემდეგ, ნელ-ნელა სპორტისადმი ინტერესი უქრებათ.
„დღეისთვის, ორი მწვრთნელი 70 ბავშვზე მეტს ავარჯიშებს. ჩვენ აქცენტს, ხარისხზე გავაკეთებთ, რისთვისაც ჯგუფების რაოდენობას გავზრდით და ამ ჯგუფებში, ბავშვთა რაოდენობა არ იქნება 20-ზე მეტი, ასევე დინამოს აკადემიაში დავამატებთ ბავშვთა მწვრთნელებს. გუნდების სწორად დაკომპლექტებით და მწვრთნელთა რიცხვის გაზრდით, ერთი, რომ მწვრთნელები მაქსიმალურად მოახერხებენ აღსაზრდელებზე ყურადღების მიქცევას, რაც ბავშვების განვითარებაზე აისახება. ბავშვები კი საკუთარი თავის მაქსიმალურად განვითარებას და რეალიზებას მოახერხებენ", - ამბობს ბუბა კვიმსაძე.

ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც თბილისის „დინამოს" საკალათბურთო სკოლაში, ჯგუფების ახალი პრინციპით გადანაწილება მოხდება, სკოლას კვალიფიციური მწვრთნელებიც დაემატებიან, რაც მოზარდების სწორად განვითარებას შეუწყობს ხელს.
"გვინდოდა გვენახა ყველა ბავშვი, ვინც "დინამოს" ბავშვთა სკოლაში ირიცხება. ყველამ იცის, „დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს. ზაზასთვისაც და შიოსთვისაც, მნიშვნელოვანია ბავშვთა კალათბურთი, რადგან თუ ბავშვთა კალათბურთი არ განვითარდა, ქვეყანაში ფაქტიურად, ვერც კალათბურთი განვითარდება. „ზაზას აკადემია" ერთ-ერთი ლიდერი და ყველაზე წარმატებული ქართული პროექტია. ახლა, ვცდილობთ იგივე მოდელი გადმოვიტანოთ აქაც. „დინამო" არის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი საკალათბურო გუნდი ქართული კალათბურთის ისტორიაში. ამიტომ, ჩვენთვის ამ გუნდის განვითარება მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, „დინამოს" სკოლაში, ბევრი საინტერესო ბავშვი ვარჯიშობს. მათ ხელშეწყობა სჭირდებათ. ხელსაყრელი პირობები უნდა ჰქონდეთ ახლებს, ვინც მოვლენ. მოხდება, ჯგუფებში გადახარისხება, რადგან არ შეიძლება დამწყები და ის, ვისაც რაღაც ეტაპი უკვე განვლილი აქვს ერთ ჯგუფში ვარჯიშობდნენ. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვები დავაკმაყოფილოდ, რათა საკუთარი თავის სრულად რეალიზაცია მოახდინონ", - ამბობს ლაშა ფარღალავა.

რაც შეეხება, კონკურენციას, იმ ორ საკალათბურ სკოლას შორის, რომელსაც უკვე ერთი მფლობელი ჰყავს, თბილისის „დინამოშიც" და „ზაზა ფაჩულიას აკადემიაშიც" თვლიან, რომ, ეს ორივეს, მხოლოდ წაადგება. „დინამოც" და „ზაზას აკადემიაც", თავისი გზით განვითარდებიან და მათ შორის იქნება ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც საერთო ჯამში, მხოლოდ წაადგება ქართულ კალათბურთს. ქართული კალათბურთის სიძლიერე კი, უპირველესად ბავშვთა კალათბურთის ძლიერი სკოლების არსებობაშია.
#თბილისისდინამოსსკოლა #ზაზაფაჩულიასაკადემია #ჯანსაღიკონკურენცია #კალათბურთისმომავალი

სტატიაში გამოყენებულია საკალათბურთო კლუბის თბილისის "დინამოს" ფოტოები





ჩვენ








