
სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, ეროვნული ლიგის 29-ე ტური უხვგოლიანი გამოდგა. ერთად-ერთი შეხვედრა, რომელშიც მშრალი ფრე დაფიქსირდა თბილისური დერბი იყო. „დინამო თბილისისა" და „ლოკომოტივის" რიგით 51-ე დაპირისპირება ძირითადად, მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. ბურთსაც, ძირითადად მასპინძლები, დინამოელები აკონტროლებდნენ. თუმცა, კარის ჩარჩოს მიმართულებით დარტყმამდე, საქმე თითქმის არ მიდიოდა. თუ არ ჩავთვლით, პირველ ტაიმში კუციას გადაცემის შემდეგ ბუდუ ზივზივაძის დარტყმულს და მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული დინამოელების ლევან შენგელიასა და მათე ვაწაძის მცდელობებს გაეხსნათ ანგარიში.

ბუნებრივია, გულხელდაკრეფილები არც ლოკომოტიველები ისხდნენ და რამდენჯერმე მათაც მოახერხეს დინამოელთა მეკარის სიკაჩის განერვიულება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა. „დინამო თბილისმა", რომელიც ჩემპიონობისთვის, ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით იბრძვის, უმნიშვნელოვანესი ქულები თბილისურ კლუბთან დაკარგა და ახლა, ლიდერს, კიდევ ერთ თბილისურ კლუბს, „საბურთალოს" უკვე, 6 ქულით ჩამორჩება. თუმცა, დინამოელებს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული.
ერთით ნაკლები შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი ქუთაისის „ტორპედოსაც" და ისიც, „დინამო თბილისთან". საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, რომელმაც ამ ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა, სახლში, „რამაზ შენგელიაზე", საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 2-2 ითამაშა „რუსთავთან". ტორპედოლებს ახლა, 49 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-4 საფეხურზე იმყოფებიან.

როგორც, მოსალოდნელი იყო, „საბურთალომ" დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა გათამაშების აუტსაიდერი ფოთის „კოლხეთი 1913" და ახლა, 66 ქულით ელიგას ლიდერობს.
6 გოლი გავიდა „სიონისა" და „სამტრედიის" დაპირისპირებაში. სატურნირო ცხრილის ქვედა ზონაში მყოფი გუნდებისთვის ამ შეხვედრას ისეთივე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ლიდერთა შორის დაპირისპირებას. „სიონმა" 4-2 გაიმარჯვა და ახლა, გათამაშების ცხრილში 6 ქულით უსწრებს „სამტრედიას", რომელიც მომდევნო ტურში ზესტაფონში, „დინამო თბილისს" უმასპინძლებს.

პრინციპულად დაძაბული გამოდგა შეხვედრა ივანწმინდაში, რომელშიც „ჩიხურა", გორის „დილას" დაუპირისპირდა. ელიგის 29-ე ტურამდე, გორელები მე-3 საფეხურზე იყვნენ და „ტორპედოს" 1-ით, „ჩიხურას" კი, 2 ქულით ჩამორჩებოდნენ. თუმცა, სოსო ფრუიძის შეგირდებმა, საკუთარ კედლებში და საკლუბო იუბილის დღეს, უპირატესობა პირველი წუთებიდან მოიპოვეს და მიშიკო სარდალიშვილის 2 გოლის წყალობით, პირველივე ტაიმში, 2-ბურთანი უპირატესობით დაწინაურდნენ. გორელებმა, მხოლოდ მეორე ნახევარში შესძლეს ერთი ბურთის გაქვითვა. შეხვდრა კი 2-1 დასრულდა.
ელიგის მომდევნო ტური 26-27-28 ოქტომბერს გაიმართება.
სატურნირო „ცხრილი"
გამოყენებულია „ტორპედოსა" და „ჩიხურას" ფოტოები





ჩვენ








