გიორგი ათაბეგაშვილი, ძიუდოს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი
გიორგი ათაბეგაშვილი, ძიუდოს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი
24.10.2018
ავტორი:


ყველა რესურსი ძიუდოს საკეთილდღეოდ და მაქსიმალურად ნაკლები დაპირიპსირება - ასეთი განწყობით, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი, უახლოეს დღეებში შეუდგება მუშაობას.

„არჩევნებმა, ჩაიარა მშვიდად, დემოკრატიულად და გამჭვირვალედ. გვეწსრებოდა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი, რომელიც აკვირდებოდა მიმდინარე მოვლენებს. რაც შეეხება მომავალს,  2 წლის განმავლობაში მოხდება ფედერაციისა და მისი გუნდი არჩევა-დამტკიცება, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ყველა წარმატებაზე და წარუმატებლობაზე. ეს არ იქნება იოლი გზა, თუმცა ერთად დგომი, გაერთიანებით, იმ ფილოსოფიით, რასაც ძიუდო გულისხმობს, მე ვფიქრობ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. უნდა დავფიქრდეთ ყველა ვის, რისი გაკეთება შეგვიძლია ძიუდოსთვის და რა რესურსები უნდა იქნას გამოყენებული მაქსიმალურად, რათა ავიცილოდ თავიდან ყველა ის დაპირისპირება, რაც იყო წარსულში", - ამბობს გიორგი ათაბეგაშვილი, ყრილობის დასრულების შემდეგ , ძიუდოს ფედერაციის ახალი პრეზიდენტი.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები, დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში" ჩატარდა. ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ყოფილმა პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმაც გამოთქვა. როგორც გახსოვთ, მან ეს განცხადება ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის წინ გააჟღერა. თუმცა, დღეს, არჩევნების დაწყებამდე, ქევხიშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

 


არჩვენების დღემდე, პოსტისთვის ამჟამინდელი გენერალური მდივანი გიორგი ათაბეგაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი, დავით ხახუტაშვილი და ფედერაციის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე აპირევდნენ ბრძოლას, თუმცა, ქევხიშვილის მსგავსად, გიორგი ათაბეგაშვილის გარდა, საკუთარი კანდიდატურები მათაც, არჩევნების დაწყებამდე მოხსნეს. შესაბამისად, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველი მხოლოდ ერთ კანდიდატი, დარჩა გიორგი ათაბეგაშვილი, იყო დარჩენილი.

„ყველა ის პროექტი, რომელიც წარმატებულად ხორციელდებოდა, რა თქმა უნდა გაგრძელდება. მოხდება სისტემის ოპტიმიზაცია, გადახალისება. გარკვეული პროგრამები რაც შეიძლება დაინერგოს მომავალში და რამაც შეიძლება წარმატება მოგვიტანოს ,იმ სტანდარტებით რაც იგულისმება, რა თქმა უნდა გაგრძელდება. ამისთვის მოხდება, ყველა იმ ადამიანის ჩართულობა, მათ შორის დასავლელი ექსპერტების მოწვევაც, ვინც ქართულ ძიუდოს წაადგება. იგივე, შეიძლება მოხდეს ნაკრების მწვრთნელებთან დაკავშირებითაც", - აღნიშნა გიორგი ათაბეგაშვილმა.  

თუმცა, ძიუდოს ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა, ყრილობის დასრულების შემდეგ,  მედიასთან საუბრისას ნაკრების მომავალი მწვრთნელების შესახებ, მეტი ინფორმაცია არ დააკონკრეტა. არც იმის შესახებ გააკეთა განცხადება საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნება ქართველი თუ მოწვეული უცხოეთიდან. დიდი ალბათობით, ახალი მწვრთნელის დანიშვნა ახალ წლამდე, მას შემდეგ მოხდება, რაც ყველა კანდიდატს დეტალურად განიხილავენ. ერთადერთი, რაზეც ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა გაამახვილა ყურადღება არის ის, რომ ფედერაციამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, სპორტსმენმა კი თავისი. 

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ნაკრების წევრებმა, არჩევნებს ბოიკოტი გამოიცხადეს. 

 

მასალა მოამზადა ეკა ელოშვილმა

ფოტო: გიორგი არჯევანიძის