ქართველი 17-წლამდე გოგონები ელიტ-რაუნდში ითამაშებენ
ქართველი 17-წლამდე გოგონები ელიტ-რაუნდში ითამაშებენ
25.10.2018
ავტორი:

საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ელიტრაუნდში ითამაშებს. თუ არ ჩავთვლით ქალთა ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც 2015 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მოუწია თამაში, ეს ქართული ქალთა ფეხბურთის პირველი დიდი წარმატებაა. თანაც. უმნიშვნელოვანესი. უმნიშვნელოვანესი, თუნდაც იმიტომ, რომ 2020 წელს საქრათველომ 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უნდა უმასპინძლოს. ამ ტურნირზე კი სწორედ, იმ გოგონებიდან დიდ ნაწილს მოუწევს თამაში, რომლებმაც ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე 44 ქვეყნიდან, ელიტრაუნდში გამსვლელ იმ 26 გუნდს შორის შესძლეს მოხვედრა, რომლებსაც ელიტ-რაუნდის მასპინძელი გერმანია და ამ ასაკში ტიტულის მფლობელი ესპანეთი დაემატებიან.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, პირველი თამაში ჰააგაში მასპინძლებთან დიდი ანგარიშით 16-0 წააგო და ამის გამო, სოციალურ ქსელებში დიდი რისხვის და აბუჩადაგდების საბაბი გახდა. თუმცა, ერთი, რომ ქალთა ფეხბურთში მსგავსი ანგარიშები ტიპიურია და მეორე ქარველმა გოგონებმა, რომელთა ქვეყანაშიც ქალთა ფეხბურთი, განსაკუთრებით ამ ასაკში მხოლოდ მე-3 წელია იკიდებს ფეხს, წააგო ნაკრებთან, რომელიც 17-წლამდელთა ფინალური ოთხეულის ტურნირში 3-ჯერ იყო გასული. ამ სასტარტო მარცხის შემდეგ, ქართველმა 17-წლამდელებმა, მაქსიმალურად მობილიზება და დარჩენილი 2 შეხვედრის გამართულად თამაში მოახერხეს.

მეორე შეხვედრა საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა შვედეთის წინააღმდეგ ფრედ 1-1 ითამაშა. იმ ქვეყნის გუნდის წინააღმდეგ,  რომელშიც რეგისტრირებული ქალი ფეხბურთელების რიცხვი 100 000-ს აჭარბებს და ამ მონაცემებით ევროპის 6 ქვეყანას შორის შედის (ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის შემდეგ).

ჯგუფის მესამე შეხვედრა ქართველმა გოგონებმა ლატვიასთან გამართეს და მშრალი ანგარიშით 2-0 გაიმარჯვეს. ჯგუფში 4 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილზე გავიდნენ, რომელიც ქართული ქალთა ფეხბურთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოდგა.

28 ოქტობერს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო 4 შეხვედრა გაიმართება მე-3 და მე-7 ჯგუფებში. მე-3 ჯგუფში,  სადაც ამ მომენტისთვის მესამე ადგილზე მყოფ მონტენეგროს მხოლოდ 0 ქულა აქვს და ის, რუმინეთს ხვდება, რომელიც ასევე 0 ქულით ბოლო ადგილზეა. ამ გადანაწილებით კი, ნებისმიერი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, მხოლოდ 3 ქულა დაემატებათ და ეს არ იქნება საკმარისი საქართველოს გოგონების გადასასწრებად.  მე-7 ჯგუფში,  ამ მომენტისთვის, დღეს, სერბეთსა და ალბანეთს შორის მიმდინარეობს შეხვედრა. ამ მატჩის გარდა, 28 ოქტომბერს, კიდევ ორი მატჩი გაიმართება ამ ჯგუფში. თუმცა, აქაც,  უკეთეს შემთხვევაში 4 ქულით გასული გუნდი დაიკავებს მე-3 ადგილს. 11 ჯგუფში კი, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპზე 44 გუნდი იყო გადანაწილებული და საიდანაც საუკეთესო მე-3 აგდილზე გასული 4 გუნდი, ხვდებოდა ელიტ-რაუნდში, გამსვლელი 4 ქულით მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდია და საქართველო არიან ის ქვეყნები, ვისაც ამ მომენტისთვის 4-4 ქულა აქვთ დაგროვებული.  ამრიგად, ძველი წესებითაც და ახლითაც (რომლის მიხედვითაც ძლიერ გუნდთან ნაჩვენები შედეგი ითვლება პლიუსად და ჩვენმა გოგონებმა შვედეთან 1-1 ითამაშეს) ქართველი 17-წლამდე გოგონები ელიტ-რაუნდში არიან.

ელიტ-რაუნდის კენჭისყრა 23 ნოემბერს გაიმართება და თამაშები 2019 წლის გაზაფხულზე ჩატარდება. აქედან გასული 7 საუკეთესო გუნდი, რომლებსაც ბულგარეთი, როგორც მასპინძელი დაემატება, ქალთა შორის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონს გამოავლენს. ფინალური ეტაპი 5-17 მაისს ბულგარეთში გაიმართება.