
დავით ყიფიანის საქართველოს თასის გათამაშების ½ ფინალური შეხვედრები 7 ნოემბერს გაიმართება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს წილისყრა შედგა. სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, წილისყრაზე შეკრებილ საზოგადოებას შეახსენა, რომ ქვეყნის თასის 2018 წლის გათამაშების ამ ეტაპზე დარჩენილია, ელიგაზე მოასპარეზე ორი გუნდი ქუთაისის „ტორპედო" და „დინამო თბილისი". ასევე, ლიგა 2-ში მოთამაშე „თელავი" და „გაგრა". დებულების თანახმად, წილისყრის დროს, პირველი დაწყვილებული ½ ფინალის გამარჯვებული, თასის გათამაშების პირობითი მასპინძელი იქნება.
წილისყრის შედეგად 7 ნოემბერს „გაგრა" შეხვდება „დინამო თბილისს", ხოლო „თელავი" ქუთაისის „ტორპედოს" უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის თაისის გათამაშებაში ½ ფინალური შეხვედრა, ისევე როგორც სხვა ეტაპებზე ერთმატჩიანია და შეხვედრის ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში ამოქმედდება დამატებითი დროის და საჭიროების შემთხვევაში 11-მეტრიანების სერია.





ჩვენ








