
„დინამო თბილისისა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ორი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე და ლუკა ლოჩოშვილი 1 სექტემბრიდან საკლუბო კარირეას უცხოეთში გააგრძელებენ. ეს ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ სკ „დინამო თბილისის" პრეზიდენტის მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ ოფიციალურად დაგვიდასტურა.
„დინამოს" სამომავლო ფინანსური ინტერესები, გათვალისწინებული იქნება მომავალი ტრანსფერებიდან. ვინაიდან ვიცით, რომ ისინი პროგრესირებადი და დიდი ტალანტის მქონენი არიან. გვჯერა, რომ ახალ კლუბებში, ჩაკვეტაძე და ლოჩოშვილი, თავს უმაღლეს დონეზე გამოიჩენენ და ასახელებენ „დინამო" თბილისსა და ქართულ ფეხბურთს" , აღნიშნა ლევან სალუქვაძემ.
თბილისის „დინამოსა" და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ოფიციალურად კიევს „დინამოსთან" ხელშეკრულება რამდენიმე საათის წინ გააფორმა. 19 წლის ლუკა, „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილია და მთავარ გუნდში 2016 წლიდან გამოჩნდა.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო „დინამო თბილისს" , რომელმაც ჩემს ფეხბურთელად ჩამოყაიბებაში და წარმატებაში დიდი როლი ითამაშა. დიდი მადლობა თითოეულ მწვფრთნელსა და სტაფის წევრს, რომლებმაც ჩემს განვითარებაში და ზრდაში წვლილი შეიტანეს, ასევე კლუბის პრეზიდენტს ბატონ რომა ფიფიას და ჩვენს ფან-კლუბს „გლადიატორებს", რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას. „დინამო" ჩემი სახლია.
კონტრაქტი დღეს გავაფორმე. კიევის „დინამო" წინა სეზონიდან მაკვიდრებოდა. ახლა ამ კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ასეთი ხანგრლივი, იმიტომ რომ მათ ძალიან ეიმედებათ ჩემი. რა თქმა უნდა განწყობა ძალიან ამაღლებული მაქვს, რადგან კიევის „დინამო" უდიდესი კლუბია და ვფიქრობ, ჩემთვის კარგი გამოცდა იქნება. როგორ წარმოვაჩენ თავს ამ კლუბში, ჩემთვის დიდი გამოწვევაა. შევეცდები გავამართლო მათი იმედები და თავი დავიმკვიდრო ამ კლუბში. მოგეხსენებათ, ტრავმა მოქნდა და ამის გამო დროებით სათადარიგო გუნდში ვითამაშებ. როგორც კი შევალ ფორმაში წვრთნასა და თამაშს ძირითად გუნდთან ერთად გავაგრძელებ", - ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც „დინამო თბილისში" 2012 წლიდან ირიცხება, ბელგიურ კლუბთან მისი შეთანხმება ჯერ კიდევ 19-წლამდელეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე შედგა.
„ბელგიაში 2 სექტემბერს გავემგზავრები და შევუერთდები კლუბს. კონტრაქტი 3 წლიანია. რაც შეეხება U21 -ში, 1 სექტემბერს ჩემს თამაშს, ზუსტად არ ვიცი, რადგან ოდნავ წელი მტკივა და ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის" - ამბობს გიორგი ჩაკვეტაძე.
შეგახსენებთ, 1 სექტემბერს, 20:00 გორში, თ. ბურჯანაძის სტადიონზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს პოლონეთთან მატჩით იწყებს.



ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
ფოტო: თამარ ჯიშკარიანი





ჩვენ








