
თებერვალში საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა, აღნიშნული ასაკობრივ კატეგორიის ევროპის ჩემპიონატისათვის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელი ეტაპის პირველი შეკრება გამართა, რომლის ფარგლებშიც 25 და 27 თებერვალს თურქეთის 16-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ, ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა.
სანდრო კობახიძის გაწვრთნილმა გუნდმა, სამწუხაროდ ორივე შეხვედრა წააგო, პირველში 1-2, დღევანდელში კი, 1-3 დამარცხდა. პირველ სპარინგში, „დინამო თბილისის" აკადემიელების საბა შარვაშიძის გადაცემით და გიორგი გიორგაძის გოლით დასრულდა. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას აქ, ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი 11-მეტრიანით, ასევე, „დინამო თბილისის" აკადემიის წევრმა სანდრო მიქაუტაძემ გაიტანა.
ბუნებრივია, აღნიშნული კატეგორიის შეკრებები და სპარინგები საწვრთნელი ხასიათისაა. კობახიძის გუნდი, მომდევნო შეკრებას აპრილში გამართავს და ამჯერად, მოლდოვაში, განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას. მიმდინარე წლის ოქტომბერში, კი, ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი უწევს, სადაც მეტოქეებად ისლანდიისა და საბერძნეთის გუნდებთან გველის თამაშები. აქვე გეტყვით, რომ 3-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი გააგრძელებს. ეტაპს კი, საქართველო უმასპინძლებს, რაც ქართული გუნდისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა გახდეს.
სანდრო კობახიძეს აღნიშნულ შეკრებაზე გამოძახებული ჰყავდა - მეკარეები: მათე ჭელიძე („დინამო თბილისი"), ლუკა მამასახლისი (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), გიგა გიგაური („სელერო"); მცველები: დავით ცქვიტაია („დინამო თბილისი"), გიორგი ლეჟავა („სელერო"), ალიკა გეთიაშვილი („დინამო თბილისი"), იოანე გოგიჩაიშვილი(„დინამო თბილისი"), ანდრია ფოცხვერია („დინამო თბილისი"), ლუკა შარიქაძე („დინამო თბილისი"), ლუკა გიორგაძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია), თორნიკე ფილაური („დინამო თბილისი"); ნახევარმცველები: გეგა დათუნაიშვილი („სედარ სტარს აკადემია", აშშ), საბა შარვაშიძე („დინამო თბილისი"), ლუკა ხელაძე („იბერია 1999"), გიორგი ლაგვილავა (35-ე სკოლა), ლუკა კნოევი („ოსნაბრუკი", გერმანია), გიორგი გორგაძე („დინამო თბილისი"), დაჩი მერკვილაძე („სელერო"), ლუკა ჯუღელი („დინამო თბილისი"); თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე („დინამო თბილისი"), ანდრია სვანიძე („გენგამი", საფრანგეთი), ანდრია ბართიშვილი („კოლხეთი 1913").
ფოტო: სფფ





ჩვენ







