ალექსანდრა კუვაევა იუნიორთა შორის ვიცე-ჩემპიონია
ალექსანდრა კუვაევა იუნიორთა შორის ვიცე-ჩემპიონია
27.02.2025
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონია. ის გახდა პირველი ჩვენი გუნდიდან, რომელმაც მედალი მოიგო ტურნირზე, რომელიც თურქეთში 23 თებერვლიდან მიმდინარეობს იუნიორებსა და კადეტებს შორის და 1  მარტის ჩათვლით გაგრძელდება.


დღეს, იუნიორთა შორის ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში საკმაოდ წარმატებული დღე ჰქონდა ალექსანდრას, რომელმაც 1/4 და 1/2 ფინალებში იტალიელი მეტოქეები დაამარცხა.  ფინალში კი, ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ალექსანდრა მიახაილოვას დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 11-15 დამარცხდა.


ალექსანდრა, 1 მარტს, ანასტასია ცანავასთა, ევა აჰამიანთან დაკატო არჩვაძესთან ერთად შეეცდება უკვე ხმლით ფარიკაობაში, გუნდურ პირველობაზე შეეჭიდოს მედლებს.


აქვე გთავაზობთ, ტურნირის სრულ კალენდარს და მასზე მოასპარეზე ქართველ მოფარიკავეებს.


კადეტები

23 თებერვალი

დაშნა/კაცები - ცოტნე დიდია, ლუკა ქათამაძე, საბა ძნელაძე, გიორგი შავლაძე.

რაპირა/ქალები - ანანო ჯინჭარაძე.

ხმალი/ქალები - ანასტასია ასათიანი, ანასტასია ცანავა.

24 თებერვალი

ხმალი/კაცები - გიორგი ურუშაძე, საბა გოგოხია, დავით ჯიმშელეიშვილი, კონსტანტინო ზუფფა.

დაშნა/ქალები - ბარბარე მებუკე.

რაპირა/კაცები - არჩილ წვიმიტიძე, ალან ნაზარიანი.

25 თებერვალი

დაშნა/გუნდური/კაცები - ცოტნე დიდია, ლუკა ქათამაძე, ლუკა კვანჭიანი, საბა ძნელაძე.

26 თებერვალი

ხმალი/გუნდური/კაცები- გიორგი ურუშაძე, საბა გოგოხია, დავით ჯიმშელეიშვილი, კონსტანტინო ზუფფა.


იუნიორები

27 თებერვალი

ხმალი/ქალები - ალექსანდრა კუვაევა, კატო არჩვაძე, ევა აჰამიანი, ანასტასია ცანავა.

დაშნა/კაცები - ცოტნე დიდია, ლუკა ქათამაძე.

რაპირა/ქალები - ლიზა თაყაიშვილი, მარიამ ელიავა.

28 თებერვალი

ხმალი/კაცები - გიორგი ურუშაძე, ალექსანდრე თავართქილაძე.

დაშნა/ქალები - ბარბარე მებუკე, ქრისტინა კანკია.

რაპირა/კაცები - ლუკა რამიშვილი.

1 მარტი

ხმალი/ქალები/გუნდური: ალექსანდრა კუვაევა, ანასტასია ცანავა, ევა აჰამიანი, კატო არჩვაძე