
თბილისის ცენტრში ღამის განათებაზე, რაც ფეხბურთს ძალიან უხდება, კიდევ ერთ სტადიონზე მალე, შესაძლებელი იქნება ადგილობრივი თუ საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების გამართვა. „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის" სათადარიგო მოედანზე, დასრულდა ღამის განათების დამონტაჟება და ახლა სფფ, მას სატესტო რეჟიმში ამუშავებს.
შეგახსენებთ, რომ „მესხი 2"-ზე ტრადიციულად საქართველოს ეროვნული ლიგის იმ გუნდების საშიანო მატჩები იმართება, რომელთ სტადიონებსაც რეაბილიტაცია უტარდებათ. ამავე სტადიონზე, ძირითადად, საქართველოს ქალთა და ვაჟთა ასაკობრივი ნაკრებები თამაშობენ. ტარდება უეფა-ს ეგიდით ტურნირები. „მესხი 2"-ზე დამონტაჟებული ღამის განათება 700 ლუქსია და ის, თითქმის ნახევრით ჩამოუვარდება გორის „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის" განათებას, რომელიც 1300 ლუქს შეადგენს, საქართველოში არსებული ღამის განათების მქონე სტადიონებს შორის, სამეულში შედის და უეფას მე-2 კატეგორიის სტადიონების რიცხვს განეკუთვნება.
თუმცა, „მესხი 2", მაყურებელთა ტევადობიდან და განათების უშუალოდ მოედნის პერიმეტრთან განლაგების გათვალისწინებით, შესაძლებელს ხდის ბევრი საინტერესო მატჩი სამუშაო კვირის მანძილზეც ისეთ დროს დანიშნოს, რომელზე დასწრების სურვილიც გულშემატკივარს აუცილებლად ექნება.
თუ როდის ჩატარდება „მესხი 2"-ზე პირველი თამაში ღამის განათებაზე, ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა, სტადიონზე განათების სამონტაჟო სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, უკვე დასრულებულია.
![]() |
![]() |





ჩვენ










