ინგა გურგენიძე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის კვალდაკვალ მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა
ინგა გურგენიძე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის კვალდაკვალ მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა
27.02.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში დღეს 15 წლის ქართველო მოციგურავე ინგა გურგენიძე ასპარეზობდა. თებერვალში მოგებული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულს, რომელსაც 48 მონაწილეს შორის ბოლო ჯგუფი უნდა გაეხსნა, ყინულზე მოსათელად გამოსულს ემჩნეოდა განწყობა და შემართება.


მოკლე პროგრამაში ინგას გამოსვლამდე ლიდერი ამერიკელი  ელის ლინ-გრეისი (66.11) ლიდერობდა. შესაბამისად ინგას, იმას გარდა, რომ კვალიფიკაცია გაევლო, ორი პროგრამის ჯამში, მედლებისთვის საბრძოლველად მინიმ მსგავსი შედეგი უნდა დაეფიქსირებინა. ახალგაზრდა ქართველს კი, დღევანდელ გამოსვლამდე მოკლე პროგრამაში პირადი (63.04), სეზონის (59.93) საუკეთესო შედეგების გათვალისწინებით, მაქსიმალური კონცეტრაცია სჭირდებოდა, რაც ინგა გურგენიძემ მოახერხა და უნაკლოდ შესრულებულ მოკლე პროგრამაში, რომელში სამი სამმაგი (3F, 2A, 3L+3T) შეასრულა, 67.47 (38.57 /28.90) ქულა დააგროვა და ბოლო მონაწილემდე, ლიდერობაც შეინარჩუნა.  საბოლოოდ ინგამ, მოკლედ პროგრამის შემდეგ მეორე ადგილით დაასრულა ასპარეზობა (იხილეთ ბმული) და თავისუფალი პროგრამის წინ, ხელსაყრელი პლაცდარმი შეიქმნა.


თავისუფალ პროგრამაში 1 მარტს, ინგა, კვლავ ბოლო ჯგუფში გამოჩნდება ყინულზე და კვალიფიკაცია გავლილ წყვილებს შორის ბოლო გამომსვლელის წინ იასპარეზებს. ბოლო კი, იაპონელი მიმდინარე გათამაშების ლიდერი და ახალგაზრდებს შორის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, მაო შიმადა იქნება, რომელმაც მოკლე პროგრამაში  74.69 ქულა აიღო და ამ მომენტისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერია ქალთა შორის.


ხვალ კი, ასპარეზობას ქართული გუნდის სპორტული წყვილი დაიწყებს. ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა შეეცდებიან მოკლე პროგრამაში წარმატებით იასპარეზონ და საერთო ჯამში ტიტულიც შეინარჩუნონ.