
ხვალ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ეროვნული ლიგის პირველი ტური სამ დღეზეა გადანაწილებული და ორ მარტს დასრულდება, თუკი, ამინდი და დიდთოვლობა გარკვეულ კორექტივებს არ შეიტანს. პირველი ასეთი „ჩასწორება" კი, კლიმატური პირობების გამო, ჯერ კიდევ არ დაწყებულ საფეხბურთო ჩემპიონატში უკვე შევიდა.
1 მარტს, ქუთაისში „რამაზ შენგელიას სახელობის" სტადიონზე დანიშნული 2025 წლის სეზონის პირველი ტურის შეხვედრაში „ტორპედოსა" და „გაგრას" შორის უნდა გამართულიყო, სტადიონი და შესაბამიდან, სათამაშო სტადიონიც შეიცვალა. როგორც „ტორპედოს" ადმინისტრაციასთან ლაპარაკში გავარკვიეთ, „ტორპედოს" მოედანზე შეხვედრის ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, მოლაპარაკებების შემდეგ, პირველ ტურში „მასპინძლობა" „გაგრამ" ითავა და შესაბამისად, გუნდები თბილისში, „პეტრო არენაზე" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს 1 მარტს. თამაში 18:00 საათზე ჩაინიშნა. ამ გუნდების მეორე წრის პირველი შეხვედრა კი, რომელიც პირველადი კალენდრით თბილისში უნდა გამართულიყო, ქუთაისში ჩატარდება.
ამავე დღეს წყალტუბოში, 15:00 საათზე, „სამგურალისა" და ფოთის „კოლხეთი 1913"-ის თამაშია ჩანიშნული.
ალბათ, მათთვის ვინც ეროვნული ლიგის დაწყებას ელის ცნობილია რომ ახალი სეზონის პირველივე ტურში „დინამოების" დერბი არის ჩანიშნული. კალენდრის მიხედვით, 2 მარტს, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე" ბათუმის „დინამოს", „დინამო თბილისისთვის" უნდა ემასპინძლა. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, ჩატარდება, სად ჩატარდება, თუ, გადაიდება ეს შეხვედრა დიდთოვლობის გამო.
2 მარტს არის დაგეგმილი გორის „დილასა" და ელიგის დებიუტანტის „გარეჯის" შეხვედრა. თამაში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე არიდ დანიშნული.
ეროვნული ლიგა კი, 28 თებერვალს, თბილისში საქართველოს ჩემპიონის, „საბურთალო 1999"-სა და „თელავის" მატჩით გაიხსნება. მიხეილ მესხის სტადიონზე თამაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.





ჩვენ







