
ალბანეთში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ჭიდაობაში, ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დღეს დაასრულეს გამოსვლა. 16 კაციანი გუნდიდან ქართველების ნადავლი, მხოლოდ ორი მედალია, ერთი ბრინჯაო და ერთი ვერცხლი, თუმცა, დღეს მედლების მოგების შანსი კიდევ სამ ქართველ მოჭიდავეს, მირიან მაისურაძეს (92 კგ), დავით ფირუზაშვილს (97 კგ) და გივი მაჭარაშვილსაც (125 კგ) ჰქონდათ.
პირველი მედალი კი, ქართულ გუნდს ტატო გაფრინდაშვილმა (86 კგ) მოუტანა. მას შემდეგ რაც მუჰამად ყირგიზ აბდულაევთან, გაფრინდაშვილი 0-8-ს აგებდა და შესაძლოა ბევრს ხელიც ჩაექნია, ქართველმა შეხვედრა შემოატრიალა და ბრინჯაოს მედალი მოიგო.
დღეს კი, 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი გვგქონდა. თუმცა, მაისურაძე თურქ ფეიზულა აქთურქთან, მაჭარაშვილი პოლონელ კამილ ტომაშ კოსლიუკისთან, ფირუზაშვილი კი, ამერიკელ კაილ სნაიდერსთან დამარცხდნენ და მედლების გარეშე დარჩნენ.
ფინალში (79კგ) დამარცხდა ვლადიმერ გამყრელიძეც, რომელმაც ოქროს მედალი ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე გაჯიმურად ალიხმაევთან შეხვედრაში (4-1) დათმო და მხოლოდ ვერცხლის მედლის მოგება მოახერხა.
თუმცა, სართო ჯაში, ქართველებმა სარეიტინგო ქულების დაგროვება მოახერხეს.
ხვალიდან კი, ასპარეზობაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან.
ფოტო: WWU





ჩვენ







