ამინდის მიერ კორექტივებით, თუმცა ეროვნული ლიგა დაიწყო
ამინდის მიერ კორექტივებით, თუმცა ეროვნული ლიგა დაიწყო
01.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საფეხბურთო სეზონი გუშინ, 28 მარტს დაიწყო. გუშინვე, ცნობილი გახდა, რომ უამინდობის გამო ორი შეხვედრა „სამგურალი"-„კოლხეთი 1913" და „დინამო ბათუმი"-„დინამო თბილსის" დიდთოვლობის გამო ერთი თვით, პირველი აპრილისთვის გადაიდო. დღეს კი, „პეტრო არენაზე" ასევე, უამინდობის გამო გადმოტანილი შეხვედრის დაწყებამდე, „გაგრასა" და „ტორპედოს" შორის, რომელიც პირველადი კალენდრით ქუთაისში უნდა გამართულიყო, ცნობილი გახდა, რომ ელიგის პირველი ტურის კიდევ ერთი მატჩი, „დილასა" და „გარეჯს" შორის, ასევე უამინდობის გამო გადაიდო. სამივე გადადებული შეხვედრა 1 აპრილს გაიმართება.


მანამდე კი, ეროვნული ლიგა თბილისში, „მიხეილ მესხზე" გაიხსნა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერია 1999"-მა, „თელავს" უმასპინძლა, რომელსაც ახალ სეზონში ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი გაგუამ უხელმძღვანელა. რეალურად, ამ მატჩის ბედი მას შემდეგ გადაწყდა, რაც, კახელებს, უხეში თამაშისთვის ფეხურთელი, ფირუზ გაბიტაშვილი გაუძევეს. თელაველთა მცდელობების და პირველ ტაიმში, მშრალად შენახული კარის მიუხედავად, „იბერიამ" 47-წ წუთზე ანგარიში გახსნა. სეზონის პირველი გოლი, დორასიო კლასის გადაცემის შემდეგ გიზი მამაგეიშვილმა გაიტანა. სხვათა შორის, კლასმა „შეკლასა" და 75-ე წუთზე მეორე საგოლე გადაცემაც მიიწერა. ამჯერად, გიორგი ტაბატაძემ გაიტანა. „იბერია 1999"-მა კი, ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა 2-0 მოიგო.


შეხვედრის ბოლოს წამოსულმა თოვლმა, ხელი ვერ შეუშალა დღეს, „პეტრო არენაზე" გამართულ შეხვედრას, რომელშიც „გაგრამ", „ტორპედოს" უმასპინძლა. ანგარიში 32-ე წუთზე ქუთაისლეთა ბრაზილიელი ლეგიონერის ფელიპე პირესის გადაცემის შემდეგ, ცოტნე ფაცაციამ გაიტანა. 75-ე წუთზე უკვე თავადა ბრაზილიელმა მოახერხა გოლის, თანაც გამარჯვების გოლის გატანა გიორგი კოხრეიძის გადაცემის შემდეგ. თუმცა, მანამდე, მეორე ტაიმში გიორგი პაპუაშვილის გატანილი გოლის და გათანაბრებული ანგარიშის შემდეგ, გაგრელებს შეეძლოთ, პირველი ქულების აღებაც."ტორპედომ" 1-2 გაიმარჯვა.


ეროვნული ლიგის მომდევნო, მეორე ტური 5 და 6 მარტს არის ჩანიშნული, თუმცა, აქაც, ყველაფერი ამინდზე და შესაბამისად, ტურის მასპინძელ ქალაქებში სათამაშო მოედნების კონდიციაზეა დამოკიდებული.


სტატიაში გამოყენებულია სფფ-ისა და "ტორპედოს" ფოტოები