ქართველ ქალ ჯუდოკებთან იაპონელი სპეციალისტი იმუშავებს
ქართველ ქალ ჯუდოკებთან იაპონელი სპეციალისტი იმუშავებს
01.03.2025
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს ჯუდოს ქალთა ნაკრებში სიახლეებია.  ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2025 წლის შემოდგომიდან ქართველ გოგონებთან იაპონელი სპეციალისტი იმუშავებს.


საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, ჩვენი ქვეყნის გოგონათა გაერთიანებულ (კადეტები & ახალგაზრდები) ნაკრებ გუნდებს, მიმდინარე წლის სექტემბრიდან აიუმი მაცუმოტო შეუერთდება.


ფედერაციის ინფორმაციით, იაპონელი სპეციალისტი, დამხმარე მწვრთნელის ამპლუაში, პროექტში „გამოწვევა 2028" იმუშავებს, რომელსაც გიორგი გვიჩიანი ხელმძღვანელობს.


შეთანხმება 27 თებერვალს გაფორმდა ამავე დღეს, თბილისში, იაპონიის საელჩოში გამართულ საზეომო მიღებაზე, რომელიც იაპონიის იმპერატორის დაბადების დღეს მიეძღვნა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად აიუმი მაცუმოტოც დაესწრო.


იმედია, იაპონელი სპეციალისტის ჩართულობა ქალთა ჯუდოში, რომელიც საქართველოში ყოველდღიურად პოპულარული ხდება, ქართველ ქალ ჯუდოკებს მეტ თვითაჯერებას შემატებს, რითაც ყოველთვის გამოირჩევიან ქალი ჯუოკები ამომავალი მზის ქვეყნიდან და რაც, ჩვენი  სუბიექტური მოსაზრებით, ხშირ შემთხვევაში ძალიან აკლიათ ქართველ ქალ ჯუდოკებს.