
ვიდრე „სენიორები" ისვენებენ, მალაგაში, 24 ქართველი ჯუდოკა, მათ შორის 15 ბიჭი და 9 გოგონა, 2025 წლის ევროპის ახალგაზრდული თასის გათამაშებაში მონაწილეობდა და ალბათ, არც თუ ურიგოდ. ამის თაობაზე მეტყველებს თუნდაც, მხოლოდ ბიჭებში აღებული 9 მედალია, რომელთა შორის 4 ოქროსი არის, აქედან ორი ქართული ფინალით. ჩვენების მონაგარში კიდევ 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ წონით კატეგორიაში (-90კგ), კვარცხლბეკი სრულიად ქართული იყო. ამას თუ დავუმატებთ კიდევ ბრინჯაოს 6 ფინალს, საიდანაც ორში (-66კგ, -73კგ) ჩვენს ჯუდოკებს ცოტა დააკლდათ, მალაგაში ქართველების ასპარეზობა, დადებითად უნდა შეფასდე.
ქართული გუნდიდან მედლები მოიგეს - ოქრო
-81 კგ ზურაბ ჭიღლაძე
-90 კგ ლუკა ჯავახიშვილი
-100 კგ ნოდარ ალაფიშვილი
+100 კგ თამაზ ბიგანაშვილი
ვერცხლი:
-90 კგ ლუკა თევდორაძე
-100 კგ გიორგი ბენდელიან
ბრინჯაო:
-73 კგ გიორგი გიუნაშვილი
-90 კგ ირაკლი ქავთარაშვილი და ლუკა ქარელიშვილი
რაც შეეხება გოგონებს, აქ, სანამ შემოდგომიდან კადეტებთან და ახალგაზრდებთან მუშაობას იაპონელი სპეციალისტი აიუმი მაცუმოტო შეუერთდება ქართულ სამწვრთნელო შტაბს და მათთან ერთად შეეცდება გოგონების კონდიციების გაუმჯობესებას, რაც იაპონელებისგან აუცილებლად მისაბაძი დეტალია, მალაგაში, ორმა ქართველმა გოგონამ, -78 კგ ლიგი კვარაცხელიამ და +78 კგ-ში ნონო პაპიძემ მოახერხეს ფინალურ ბლოკში ასპარეზობა, თუმცა ბრინჯაოს ფინალებში დამარცხდნენ და მე-5 ადგილებს დასჯერდნენ. ჩვენი გუნდიდან შვიდეულში კიდევ ერთი ჯუდოკა მოხვდა, -48 კგ თამარ გოგოლაევი მე-7 ადგილით.
ტურნირის საბოლოო ოქმი იხილეთ ბმულზე.





ჩვენ







