შენგელიას 15 ქულა და ვირტუსის გამარჯვება უშუალო კონკურენტ მილანოსთან
შენგელიას 15 ქულა და ვირტუსის გამარჯვება უშუალო კონკურენტ მილანოსთან
03.03.2025
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

ნაკრებში, დანიასთან ჩატარებული სუპერმატჩის შემდეგ თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატში ითამაშა. მისმა ვირტუსმა ბოლონიაში პრინციპულ მეტოქეს, ოლიმპია მილანოს უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში  86-80 სძლიეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შედეგიანი მატჩი ჩაატარა - 19 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. შენგელიამ 6-დან 4 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3-ქულიანი არ უსვრია.


ვირტუს ბოლონია სერია A-ს 15 მოგებით და 5 წაგებით ტრენტოსა და ბრეშასთან ერთად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 10 მარტს, სწორედ ტრენტოს წინააღმდეგ ითამაშებს.