წარმატება სლოვენიაში და ჩვენი მოლოდინი ნინო 2026 წლის ოლიმპიადაზე ვიხილოთ
წარმატება სლოვენიაში და ჩვენი მოლოდინი ნინო 2026 წლის ოლიმპიადაზე ვიხილოთ
04.03.2025
ავტორი: TSFF.Ge

ქართველი მოთხილამურე ქალი ნინო წიკლაური 2024-2025 წლების სათხილამურო სეზონს მინიმუმ კარგ განწყობაზე დახურავს. ზამთრის სახეობებში ყველაზე გამოცდილმა და სტაჟიანმა ოლიმპიელმა, პოსტ-ტრავმული მიზეზით გაცდენილი ხანგრძლივი დროის შემდეგ, 2025 წელს გამართულ სტარტებზე საკმაოდ იმედიანად წარმოაჩინა თავი.


შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა ავსტრიაში, ქართველმა სლალომში 28-ე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.


ამჯერად კი, წიკლაურმა სლოვენიის სათხილამურო კურორტ მარიბორში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) გამართულ შეჯიბრი წარმატებით იასპარეზა. სლალომში ქართველმა მესამე ადგილი დაიკავა. შეჯიბრი კი, სლოვენიელმა მანცა დოლინარმა მოიგო, მეორე ადგილზეც სლოვენიელი თია რადელჩი გავიდა.


სათხილამურო სეზონის აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება. შესაბამისად, არაა გამორიცხული ქართველმა კიდევ მიიღოს რიგ შეჯიბრებში მონაწილეობა. ამას გარდა იმედს ვიტოვებთ, რომ ნინო წიკლაური 2026 წლის მილანისა და კორტინას ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მოახერხებს ასპარეზობას, რაც ცალსახად ქართული ზამთრის სპორტისთვის რეკორდული მაჩვენებელი იქნება.