
დღეს, ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ტყვიით სროლაში ქართული გუნდისთვის მედლების გარეშე დასრულდა. წყვილთა შორის 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში სტარტი ორმა ქართულმა გუნდმა მარიამ ფროდიაშვილი და შოთა სუმბაძე, ასევე მარიამ მარშავამ და გიორგი მუმლაძემ აიღო. აქედან ერმა დუეტმა მარშავა-მუმლაძემ ბრინჯაოს მედლისთვისაც უკრაინულ წყვილს დაუპირისპირდა, თუმცა,0-16 წააგო და მედლის გარეშე დარჩა. ჩემპიონები კი იტალიელები გახდნენ, რომლებმაც ფინალში სერბებს 17-9 მოუგეს.
ერთი დღით ადრე, ოსიეკში, ქართველმა გოგონებმა ქართული ჰიმნის აჟღერება მაინც მოახერხეს. 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში ორი მედალი, ერთ ოქროს და ერთიც ბრინჯაოსი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი მარიამ მარშავა გახდა. ოქრო კი, ჩვენმა გოგონებმა გუნდურ (მარიამ მარშავა, მარიამ აბრამიშვილი და მარიამ ფროდიაშვილი) ჩათვლაში მოიპოვეს.

ერთი საინტერესო დეტალი, რომელსაც საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს - გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მთელი 20 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ თურქეთის, ხოლო 24 ქულით, მესამეადგილოსან ლატვიის ნარებს. ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ წარმატება, რომ გოგონებშიც და ბიჭებშიც ფინალში გასვლა მოახერხეს, ამასთან, გოგონებში ორი მონაწილით, რაც მხოლოდ ჩვენ და ნეიტრალურ გუნდს გვყავდა, თუმცა მის შემადგენლობაში 2 ქვეყნის - რუსეთის და ბელარუსის ჩუბინები შედიან.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი მუმლაძემ ამავე დღეს ასპარეზობა მე-5 ადგილით დაასრულა.
ოსიეკში ხვალ ასპარეზობის მორიგი დღეა, ტურნირი კი, 7 მარტს დასრულდება.





ჩვენ







