ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ივნისში თბილისი უმასპინძლებს
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ივნისში თბილისი უმასპინძლებს
05.03.2025
ავტორი: TSFF.Ge

2025 2ლის 9-11 ივნისს საქართველოს წყალბურთში, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს. ინფორმაცია დღეს საღამოს, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ გაავრცელა.


ამავე წყაროზე დაყრდნობით, თბილისში C ჯგუფის თამაშები ჩატარდება. სწორედ, ამ ჯგუფში ასპარეზობს საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ისრაელის, შვეიცარიისა და ბულგარეთის ნაკრებებთან ერთად.


ტურნირის დებულების თანახმად, ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ნაკრებებს და მეორეადგილოსნებს, უკვე ელოდება 8 გუნდი, მათ შორის ერთი, ფინალური ეტაპის მასპინძელი სერბეთია. რაც შეეხება დანარჩენ 7-ს გუნდებმა ევრო 2024-ის დროს ნაჩვენები შედეგის მიხედვით მოიპოვეს აღნიშნული უფლება. შესაბამისად სერბეთთან ერთად, საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულებს ელიან: ესპანეთის, ხორვატიის, იტალიის, უნგრეთის, საბერძნეთის, მონტენეგროსა და რუმინეთის ნაკრებები.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მე-10 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.



ფოტო: სსსსფ-ის