
13 და 18 მარტს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ბოსნია და ჰერცოგოვინას წინააღმდეგ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. ტიტე კალანდაძის გუნდი, თავდაპირველად თბილისში, 18:00 საათზე, „თბილისი არენაზე" უმასპინძლებს ბოსნიელებს, ამის შემდეგ, კი საპასუხო შეხვედრისთვის პატარა ქალაქ ცაზინში გაემგზავრება, რომლის მოსახლეობაც მხოლოდ, 66149 მოსახლეს შეადგენს და ბოსნიელთა დედაქალაქი სარაევოდან 5 საათის საავტომობილო გზაზეა.
აქ ოდნავ გადავუხვევ თემიდან და აღვნიშნავ, რომ თუკი ქართული გუნდები სათამაშო სახეობებში მნიშნელოვან შეხვედრებში მოწინააღმდეგე გუნდებს თბილისში, ქუთაისში ან ბათუმში მასპინძლობენ (უმეტესად თბილისში, თუმცა, ყველა ქალაქს აქვს აეროპორტი), ჩვენი მოწინააღმდეგეებმა უკვე ტრადიციად გახადეს, რომ მსგავსი რანგის შეხვედრები დედაქალაქებიდან საკმაოდ მოშორებით ჩაატარონ და აღნიშნული გადაწყვეტილება, კონკრეტულ რეგიონებში სპორტის პოპულარიზაციის სარჩულით გაამართლონ. ბუნებრივია, როდესაც ინფრასტრუქტურა ხელს გიწყობს, ესეც, ერთგვარი ხრიკია სათამაშო კალენდარში თითქმის არ არსებული დროის გათვლით, მოწინააღმდეგე, რომელსაც გარემოსთანაც სჭირდება შეჩვევა დაღალო.
თუმცა, თუკი საქართველოს ნაკრებს მომდევნო ეტაპზე გასვლა უნდა, ზედა აბზაცში მოყვანილი ეს დეტალი და მიზეზი გვერდით უნდა გადავდოთ. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას რვა ჯგუფის პირველ და მეორეადგილოსნები აქვთ. მათთან ერთდ კი, ფინალურ ტურნირზე ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანიც მოხვდება. ამ მომენტისთვის, საქართველოს ნაკრები მესამე საკვალიფიკაციო ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილზეა, თუმცა, თეორიულად, საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის, დარჩენილ ოთ შეხვედრაში წარმატების შემთხვევაში, თავისუფლად შეუძლია მოხვდეს, განსაკუთრებით, თუ მარტის ფანჯრის ორივე შეხვედრას მოიგებს.

მომავალი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ შემადგენლობა დაასახელა: ზურაბ ცინცაძე („აზოტი", პოლონეთი), დავით ნიქაბაძე („სარატოვი", რუსეთი), ერეკლე არსენაშვილი („ტრემბლი", საფრანგეთი) , ზურაბ აბრამიშვილი („ბათუმი"), ზურაბ გოგავა („ალდეკერკი", გერმანია), გიგა მელიავა („ჰლოჰოვეცი", სლოვაკეთი), გიგა ზარნაძე („ჰერმსდორფი", გერმანია), გიორგი ცხოვრებაძე („გუმერსბახი", გერმანია), ირაკლი კბილაშვილი („ტურდა", რუმინეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე („ოჰრიდი", ჩრდ, მაკრდონია), გიორგი დიხამინჯია („აზოტი", პოლონეთი), ირაკლი გოგოლაძე („ბათუმი"), გიორგი ლაპიაშვილი („ბათუმი"), მირიან გავაშელიშვილი („მეტალოპლასტიკა", სერბეთი), ხაზეინ რუსტამოვი („სლობოდა", ბოსნია), გიორგი არეშიძე („ტიმოიშოარა", რუმინეთი).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში ისლანდიის, საბერძნეთისა და ბოსნიის ნაკრებები ასპარეზობენ.
საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების კალენდარი:
13 მარტი - საქართველო - ბოსნია
16 მარტი - ბოსნია - საქართველო
8 მაისი - საქართველო - საბერძნეთი
11 მაისი - ისლანდია - საქართველო





ჩვენ







