WU17 - საქართველოს ნაკრები A დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება
WU17 - საქართველოს ნაკრები A დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება
05.03.2025
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდისთვის სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება. 


8-დან 14 მარტის ჩათვლით, სალომე ხუბულურის გუნდი, რომელიც ისტორიაში პირველად გავიდა საკვალიფიკაციო ეტაპის A დივიზიონში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიის, ჩეხეთის და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი, B ლიგაში გადაინაცვლებს.


მოახოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 18 ფეხბურთელით ემზადება. ჩვენი ჯგუფის მატჩებს ხორვატია უმასპინძლებს. 


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: მეკარე: ანანო სიგუა (ნიკე-ლუსო), ნინო მეტრეველი (რუსთავი), ელენე ბონდარევა (ნორჩი დინამო); დაცვა: ელენე ბოლქვაძე (ლანჩხუთი), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი), ნინი ვეკუა (ნორჩები); ნახევარდაცვა/თავდასხმა: კესო მეტონიძე (რაჭა), ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), თაკო ბულია (რაჭა), სოფო ბერულავა (ელიტა), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), ლიზი კაკულია (დინამო გაგრა), ანი დავითულიანი (სამეგრელო), სესილი გაბრელიანი (ახალგორი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, აშშ), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი).


მატჩების განრიგი