ხორვატიაში ჩვენებმა გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს
ხორვატიაში ჩვენებმა გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს
06.03.2025
ავტორი: TSFF.Ge

მარიამ აბრამიშვილმა, ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მორიგი ოქროს მედალი მოიგო. საერთო ჯამში, აღნიშნულ ტურნირზე, სოლოში, 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მარიამის ოქრო მესამეა. შესაბამისად, ქართული გუნდის წარმომადგენელმა ტრადიცია არ დაარღვია და ანალოგიურ ასაკობრივ კატეგორიაში, ერთი წლით ადრე კიდევ ერთი ქართველის, მარიამ ფროდიაშვილის შედეგი გაიმეორა. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ წარმატებამდე, მარიამი აბრამიშვილი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ორჯერ ავიდა, ერთხელ გუნდურ ჩათვლაში და ტრიო გუნდურში. კიდევ ერთი დისციპლინაში, აბრამიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ფინალურ „დუელში" ქართველმა სპორტსმენმა, ნეიტრალური გუნდის სახელით მოასპარეზე ბელარუსი ჩუბინი, ალიაკსანდრა პიატროვა 15-14 დაამარცხა.


საერთო ჯამში, ხორვატულ ოსიეკაში დასრულებულ ევროპის  ახალგაზრდულ ჩემპიონატზე  პნევმატური  იარაღიდან  სროლაში ქართულმა გუნდმა ხუთი მედალი მოიგო, მათ შორის ოთხი ოქრო, ერთი ბრინჯაო, დაამყარა ორი ევროპული რეკორდი ამ ასაკობრივ კატეგორიაში და ამ მაჩვენებლით, გუნდური პირველი ადგილი დაიკავა 17 მონაწილე ნაკრებს შორის.


აქვე შეგახსენებთ რომ მედლების მოიგეს:

მარიამ   აბრამიშვილმა (სამი ოქრო, ერთი ბრინჯაო)

მარიამ   მარშავამ   (ორი ოქრო)

მარიამ  ფროდიაშვილმა (ორი ოქრო)

გიორგი   მუმლაძე  (ოქრო)

შოთა   სუმბაძე   (ოქრო)

იოანე   ხვარეშია (ოქრო)