
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „დინამო თბილისი" 2025 წელს, 100 წლის იუბილეს ზეიმობს. ახალ საფეხბურთო სეზონსაც თბილისური კლუბი სიახლეებით იწყებს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დინამოელებიც, ამ თარიღთან დაკავშირებული ფორმების იასპარეზებენ.
ახალი სათამაშო ფორმა, გათანამედრვებულ რეტროს სტილში, მინიმალისტური დიზაინით არის დამზადებული და კლუბის ისტორიას, ტრადიციებს დედაქალაქის თემატიკას ეხმიანება. მაისურებზე დატანებული ორნამენტებში თბილისის ანძას, "ეშმაკის ბორბალი", დინამო არენის დეტალების გარჩევა, დაკვირვებულ თვალს, მარტივად შეუძლია. ყველა ეს დეტალი თბილისის იდენტობასთან უკვე, წლებია გაიგივებულია.
![]() ![]() |
განსხვავებული დიზაინით არის დამზადებული ლურჯი და თეთრი ფორმები. თეთრი (ზოლიანი), სათამაშო ფორმის გამაშებზე ოქროსფრად არის ამოქარგული კლუბის ასაკი - 100 და უსასრულობის ნიშანი, ხოლო სათამაშო მაისურების ზურგზე არის დატანილი წარწერა „საიუბილეო 100". საინტერესოდა არის გადაწყვეტილი მაისურის დიზაინის წინა მხარე, თეთრ-ლურჯ ზოლიან ფორმას გულთან, საკლუბო ლოგოს ნაცვლად, ოქროსფრად ამოქარგული ვარსკვლავი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ „დინამო თბილისი" ჯერ-ჯერობით, საქართველოში არის ერთად-ერთი კლუბი, რომელსაც ჩემპიონობა მინიმუმ 10-ჯერ აქვს მოპოვებული. კლუბის ლოგო დატანილია სათამაშო შორტზე და აქაც, დიზაინერებმა კარგად „დავიწყებული" ძველი გაიხსენეს, თუმცა, უფრო ახლო წარსულიდან, ლოგო წრეშია მოთავსებული, ისე როგორც ეს, კლუბს ამ საუკუნის დასაწყისში ჰქონდა, მხოლოდ, წითელი ზოლის გარეშე. ზოგადად ფორმებში თეთრი, ლურჯი და ოქროსფერი დომინირებს.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
რაც შეეხება ლურჯი ფერის ფორმას, აქ, დეტალები დიზაინერულად გადათამაშებულია, განსხვავებაა ის, რომ ამ ვარიანტში, კლუბის ლოგო, სათამაშო მაისურზეც არის განთავსებული, ზურგზე კი, მითითებულია თარიღები 1925-2025.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ფორმა, უკვე საკლუბო მაღაზიაშია და სეზონის დაწტებასთან დაკავშირებით, 20%-იანი ფასდაკლებით იყიდება.
ახალი ფორმით, „დინამო თბილისმა" პირველი ოფიციალური შეხვედრა უკვე ჩაატარა. ლადო კაკაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, ეროვნული ლიგის მეორე ტურიში „სამგურალი" 2-1 დაამარცხა.





ჩვენ













