„ტორპედო“ ლიდერებს უახლოვდება
„ტორპედო“ ლიდერებს უახლოვდება
31.10.2018
ავტორი:

კახა ჩხეტიანის გუნდი აღმავლობის გზაზეა. ეროვნული ლიგის გათამაშების პირველ 2 წრეში წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ქუთაისის „ტორპედომ" მოახერხა ის, რომ დღეს, ელიგის უძლიერეს გუნდად ჩამოყალიბდა და სეზონის დასაწყისში დასანანი წარუმატებლობა, რომ არა, მოქმედი ჩემპიონი დღეს, სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზეც იქნებოდა. ფაქტია, რომ მეორე წრის შემდეგ, „ტორპედომ" მოახერხა ყველაზე სტაბილური და თანაბრად დაბალანსებული გუნდის შეკვრა, რომელსაც ქუთაისლები თემატურად, 2018-2019 წლის სეზონის ევროტურნირებამდე მიჰყავს.




„ტორპედოსგან" საპირისპიროდ, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი „დინამო თბილისი", რომლის ძირითადი ბირთვი 18-20 წლის ფეხბურთელები არიან და აქედან გამომდინარე, ყველაზე ახალგაზრდული გუნდია მიმდინარე ელიგაში, შიგადაშიგ არასტაბილურობით გამოირჩევა. მიზეზი, ჩვენი ვარაუდით „დინამო თბილისის" სახელის ტვირთი, სტაბულურად მიმდინარე გათამაშებაში ლიდერის ზურგში ყოფნა და ფეხბურთელების ასაკიდან გამომდინარე ფსიქოლოგიური წნეხი უფროა, ვიდრე მოუმზადებლობა, ან თამაშის დროს მონდომების სურვილი. ისიც ფაქტია, რომ „დინამოს" ახალი სეზონის დასაწყისში და შემდეგ, გუნდიდან წასული ლიდერები, აშკარად აკლია და ეს ჩემპიონატის ფინიშის სწორზე, უფრო თვალსაჩიო ხდება.



ამის ნათელი დასტური ელიგის მე-3 წრის ბოლო გამოტოვებული შეხვდრა იყო, რომელშიც „დინამო თბილისმა" ტრადიციულ მეტოქეს, „ტორპედოს" უმსპინძლა. შეხვედრა, რომელიც მოქმედი ჩემპიონის უპირატესობით დაიწყო, მე-10 წუთზე გოლით დაგვირგვინდა.  გოლი, თორნიკე კაპანაძემ გაიტანა, 1-0. ამ „ქართულ დერბიში" ანგარიში აღარ შეცვლილა.

„თავდაჯერება ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ალბათ, პირველი საწყისი 10-15 წუთი ინერვიულეს. მერე გამოასწორეს. დასანანი გოლი გავუშვით, 30 მეტრიდან დარტყმული. ვერ დააზღვიეს მეკარე", - ამბობს კახა კაჭარავა, მატჩის დასრულების შემდეგ.




სამწუხაროდ, დინამოელთა მიერ გაშვებულ გოლებში მიზეზი, ხშირად, სწორედ მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთზე, თანაგუნდელთა დაგვიანებული რეაქციაა. გაშვებული გოლის შემდეგ, კი მიმდინარე სეზონში თბილისელებს, თამაშის შემოტრიალება უჭირთ. ამ დღესაც, ერთადერთი, რაც მასპინძლებმა მოახერხეს, გაშვებული გოლის შემდეგ, პირველი ტაიმში გაათანაბრეს თამაში და მომენტებში, აჯობეს „ტორპედოს". შექმენს, რამდენიმე საგოლე მომენტი. დანარჩენში, კი სტუმრებმა, რამდენიმე თავით დაჯაბნეს მეტოქე. ამ შეხვედრაში კარის ჩარჩოს მიმართულებით დარტყმებით, დიდად არც ქუთაისელები გამოირჩეოდნენ. თუმცა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში ბურთის ფლობის მხრივ, სტუმართა უპირატესობა აშკარა იყო. მატჩის 81-დან 83-ე წუთამდე კი „ტორპედო", „ბურთი დამალა" და შეიძლება ითქვას, „კვადრატში" ათამაშა თბილისელები.




„მნიშვნელოვანია, რომ 3 ქულა ავიღეთ დღევანდელ თამაშში, პრინციპულ მეტოქესთან. ბიჭებმა, როგორც სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს, ისე გული და სული დადეს გამარჯვებისთვის.  ძალიან ცუდია, რომ ხურცილავამ ტრავმა მიიღო. ის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მნიშვნელოვანია, როდესაც გუნდში კონკურენციაა. ბუნებრივია, თამაშობს ის, რომელიც კონკრეტული თამაშისთვის მზადაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა კონკრეტულ თამაშში მოგება და ამისთვის მომზადება. არა აქვს მნიშვნელობა „დინამო თბილისს" ვეთამაშებით, თუ ფოთის „კოლხეთი 1913"-ს.  სტატისიკა გვაჩვენებს, რომ ისეთ გუნდებთან დავკარგეთ ქულები, რომლებიც ცხრილს ქვემოთ არიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, კონკრეტული თამაშისთვის მაქსიმალური კონცეტრაცია. ეს თამაში, უკვე დავიწყებულია, რადგან ვემზადებით 4 ნოემბრის თამაშისთვის. ვეცდებით, რომ გუნდი „დინამო თბილისთან" მომავალი თამაშისთვის უკეთ იყო მომზადებული და ეს, ფეხბურთელებზეა დამოკიდებული", - ამბობს კახა ჩხეტიანი.




ბუნებრივია, ამ შეხვედრასაც არ ჩაუვლია მსაჯების შეცდომის გარეშე. იყო, სადაო მომენტი, როდესაც ხელით თამაშისთვის 11-მეტრიანი არ დანიშნეს ქუთაისელთა კარში. თუმცა, ბოლო 2 ტურში დინამოელთა საზიანოდ ვერც „სამტრედიასთან", პირველ ტაიმში, დარღვევა დაინახეს მსაჯებმა და ვერც, იმის წინა ტურში, „ლოკომოტივთან", როდესაც შეხვედრის სტარტზევე გაატარეს პენალტი. რა თქმა უნდა შეცდომისგან არავინაა დაზღვეული და მსაჯებსაც ეშლებათ ხოლმე. თუმცა, ფაქტია, რომ გუნდი და ფეხბურთელი, მხოლოდ მსაჯის „გუნება-განწყობაზე" არ უნდა იყოს დამოკიდებული და 90 წუთის მანძილზე ეცადოს თამაშას და გოლის გატანას.




აღნიშნული თამაშის შემდეგ, ქუთისის „ტორპედოს" 15 წაუგებელი მატჩი აქვს გამართული. მომდევნო შეხვედრას კი, 4 ნოემბერს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კვლავ „დინამო თბილისის" წინააღმდეგ გამართავს.

„ტორპედოსთან" მარცხის შემდეგ, "დინამო თბილისი", გათამაშების ლიდერს  „საბურთალოს" კვლავ 5 ქულით ჩამორჩება. ქუთაისელები კი, „ქართულ დერბიში" ამ მოგების შემდეგ, 55 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილზე გადმოინაცვლეს.

სატურნირო ცხრილი