ქალთა ლიგაში პირველი ფრე ქუთაისში დაფიქსირდა
ქალთა ლიგაში პირველი ფრე ქუთაისში დაფიქსირდა
10.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ქალთა ლიგის პირველი ტური გაგრძელდა. მოგეხსენებათ, პირველი ტური ორ დღეს იყო გადანაწილებული და საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. დღეს კი, ქალთა ლიგის 2025 წლის სეზონში პირველი ფრე დაფიქსირდა.


ქუთაისში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, გახსნითი ტურის ბოლო მატჩში საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქუთაისის „მართვე", რომელსაც ბოლო წლებში რეალურად ქალთა მთავარ ლიგაში ადგილისთვის უწევთ ბრძოლა და „ბათუმს" დაუპირისპირდა. აჭარული გუნდი, უნდა აღნიშნოს, რომ წინა სეზონში, ერთწლიანი იძულებითი „შესვენების" შემდეგ, ქვედა ლიგიდან კვლავ მთავარ ლიგაში დაბრუნდა და 2024 წლის სეზონის ბოლოს, ზედა ჯგუფში, მედლებისთვისაც კი გაიბრძოლა.


აღსანიშნავია, რომ ქუთაისელთა რიგებში კვლავ გამოცდა გამოცდილი თეონა თოდაძე, ბათუმელთა შორის კი, უკვე გაზრდილმა და ნაცნობმა სახეებმა დაიწყეს ახალი სეზონი.


უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, შავი ზღვისპირელებმა, რეალურად მოახერხეს თამაშის გაკონტროლება, თუმცა, მასპინძლებმა მეორე ტაიმის საწყის წუთებში ინიციატივა მოიპოვეს და შესაბამისად, გოლიც გაიტანეს. საჯარიმოდან, ეფექტური დარტყმით, ქუთათურების გოლების ათვლა, სასტარტო შეხვედრის მე-60 წუთზე, გამოცდილმა ანა ჯანელიძემ დაიწყო. თუმცა, მანამდე ანგარიში პირველი ტაიმის 21-ე წუთზე გაიხსნა. გოლი, ბათუმელთა გამოცდილმა მოთამაშემ თამარ სალუქვაძემ გაიტანა. სხვათა შორის შეხვედრის ბოლო წუთებში, ბათუმი სამი ქულის მოსაპოვებლადაც გაისარჯა, თუმცა, შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.


ქალთა ლიგის მეორე ტური 15 მარტს არის ჩანიშნული.