შენგელიას ვირტუსმა უშუალო კონკურენტი ბრეშა დაამარცხა და სერია A-ში ლიდერია
შენგელიას ვირტუსმა უშუალო კონკურენტი ბრეშა დაამარცხა და სერია A-ში ლიდერია
11.03.2025
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუსს პრინციპული მეტოქე ჰყავდა - მოგებებითა და წაგებებით თანაბარი "ტრენტინო", რომელთანაც 2-3 ადგილებს იყოფდა. მატჩი ბოლონიაში გაიმართა და საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელიც ვირტუსის გამარვებით 80-75 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, მან სულ 17 წუთი ითამაშა და გუნდს 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მოუტანა. ვირტუსის რიგებში საუკეთესო კორდინიე იყო - 23 ქულა.


ვირტუსს 16 მოგების წინ 5 მარცხი აქვს და 32 ქულით მე-2 ადგილზეა, ამდენივე ქულა აქვს ლიდერ ბრეშას. ტრენტოს 15-6 ბალანსი გაუხდა. აღსანიშნავია, რომ შენგელიას გუნდმა სერია A-ს ზედიზედ 4 ტურში გამარჯვების მოპოვება შეძლო. ვირტუსი 16 მარტს  ნაპოლის ესტუმრება.