
საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების მოახლოებასთან ერთად, ბუნებრივია გამძაფრებულია, ნაკრების ფეხბურთელების საკლუბო ცხოვრებისადმი, ქართველი ქომაგის ინტერესის. უქმეებზე, ბუდუ ზივზივაძის, ოთარ კიტეიშვილის, გიორგი ქოჩორაშვილის გოლებს და გიორგი წიტაიშვილის გოლსა და საგოლე გადაცემას საკლუბო ჩემპიონატებში, 11-12 მარტის მიჯნაზე, ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი კარგი თამაში შეემატა, ამჯერად უეფა-ს ჩემპიონთა ლიგიდან.
მიუხედავად იმისა, რომ 1/8 ფინალში, „ლივერპულისა" და პსჟ-ს დაპირისპირებაში, რომელშიც, პარიზში მოგებული მატჩის გამოც, ალბათ, ბევრი ფავორიტად „ლივერპულს" მიიჩნევდა და არც კვარას გაუტანია ხსენებულ საპასუხო შეხვედრაში გოლი, ქართველმა კვლავ, ევროპული საფეხბურთო ოფიციოზები თუ, კულუარები აალაპარაკა. ვერ გეტყვით სხვა როგორ, მაგრამ ჩვენი გვერდის, მცირეოდენი წარმომადგენელი, პსჟ-ს მე-7 ნომრის შემყურე, დიახაც, რომ ვამაყობთ. ის კი არა, თამაშის მიმდინარეობისას, როდესაც ხვიჩამ, რამდენიმე მომენტში მცველის ფუნქციებიც შეითავსა, ერთში კი, საერთოდ, მეკარის, დონარუმას საჯარიმოდან, თითქმის დაუცველად დარჩენილი კარიდან ბურთი მოიგერია, ბუნებრივია ხუმრობით, ერთმანეთს ისიც კი ვუთხარით, „კაშოს" ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ხომ არ შეგვეცვალა „კვარასთვის" ფუნქცია, ან, შეგვეთავსებინა მცველობაც.
ბუნებრივია, ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ აღნიშნულ შეხვედრაში, ქართველმა მოედანზე 100 წუთი გაატარა. ამ დროის მანძილზე, ხუთჯერ დაარტყა კარში და ალისონიც გვარიანად ანერვიულა, ორ საგოლე გადაცემასაც მიიწერდა, ყველაფერი რომ, კარგი სცენარით განვითარებულიყო, ამას გარდა, მცველებსაც ხშირად ეხმარებოდა, იბრძოდა მინდვრის თითქმის ყველა მონაკვეთში და ზოგადად, კარგი თამაშ ჰქონდა, მატჩის შემდეგ, 7.81 შეფასება დაიმსახურა. მატჩის გმირი კი, ჯანლუიჯი დონარუმა გახდა, რომელმაც 11-მეტრიანების სერიაში, ორი პენალტი მოიგერია და პსჟ-ს შრომა, რომელმაც (და ალბათ, „ლივერპულის" ქართველ ფანებს არ მოეწონებათ ეს მოსაზრება) ორ შეხვედრაში და საერთო ჯამში, თუ არ ჩავთვლით, მერსისაიდელთა ფრაგმენტულ გამოდარებას, ალბიონურ ნისლში იყო გახვეული და პარიზელებმა, თავიანთი ავანტიურისტული სულითა და სილაღით აშკარად დაჯაბნეს.
და ეს შეფასება, არა იმიტომ, რომ პსჟ-ს რიგებში ქართველი, ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა. კონკრეტულად ჩვენი მოსაზრებაა, რომ წყვილში ფურცელზე ფავორიტის მიუხედავად, მომდევნო ეტაპზე გასვლას, ქართველის ფრანგული გუნდი იმსახურებდა. ასე, რომ ხვიჩა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში იასპარეზებს. მანამდე კი, მომავალ კვირას, საქართველოს ნაკრებს შემოუერთდება და 23 მარტს, ქართველი გულშემატკივრის წინაშეც წარსდგება, სხვა, პირველ და მეორე აბზაცში ნახსენებ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად.





ჩვენ







