მარტის თამაშებისთვის „დაზავდებიან“ თუ, მეზობელ სომხეთში ჩვენც გავხდებით არსებული კონფრონტაციის უნებური მოწმეები
მარტის თამაშებისთვის „დაზავდებიან“ თუ, მეზობელ სომხეთში ჩვენც გავხდებით არსებული კონფრონტაციის უნებური მოწმეები
12.03.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მოვლენ თუ არა სომხეთის ფან კლუბები, ასეთი კი ორია, მათგან ერთი „წითელი არწივები" მეზობელი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაფინანსებული, მეორე კი რადიკალური, რომლებიც ამავდროულად ტრიბუნაზეც ჩაცმულობის ფერით განსხვავდებიან, პირველი წითელ-თეთრ ფერებშია შემოსული, მეორე ნაწილი კი შავ ფერს ატარებენ, ამ დრომდე უცნობია. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ინფორმაციით, ორივე ფან-ჯგუფი ერთმანეთთან სოლიდარულია და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის რიგ გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგება.


ვითარება, განსაკუთრებით 1 მარტს, „პიუნიკისა" და „არარატ არმენიას" შეხვედრისას დაიძაბა, რომელიც გულშემატკივარმა შეწყვიტა. სომხურ მილიციასთან დაპირისპირების შემდეგ კი, აქციის 9 მონაწილე, ხულიგნობის მუხლით დააკავეს და თავისუფლებაზე მხოლოდ 72 საათის შემდეგ გამოუშვეს. თუმცა, მანამდე, სომეხმა ქომაგებმა, „თადარიგი" დაიჭრეს და სოციალური ქსელით, ამბის მათეული ვერსიაც გაასაჯაროვეს.


მანიპულაციების, საქმის მთავარი არსის და ქომაგების სახელის დისკრედიტაციისგან თავის ასაცილებლად, ქომაგები ამბობენ, რომ ის რაც თამაშის დროს მოხდა, არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება, ამდგარიყვნენ და ერთ დღეს, თამაშზე მოსულიყვნენ მის ჩასაშლელად. უფრო მეტიც ეს იყო გააზრებულად გადადგმული ნაბიჯიო - წერს RadioFootball, სომხური საფეხბურთო მედიის ერთ-ერთი გვერდი.


მთელი ეს წინააღმდეგობა კი, ხუთი წლის წინ დაწყებულა, გამწვავება კი, ორი წლის წინ დაუწყია, როდესაც, გულშემატკივარს, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის ღია წერილით მიუმართავთ, მათ კი, ქომაგები პასუხის ღირსადაც არ გაუხდიათ. გასული წლის ოქტომბერში, ორჯერ მიადგენენ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას, ცვლილებების მოთხოვნით და პრეზიდენტთან ითხოვდნენ შეხვედრას, თუმცა, ეს უკანასკნელი კავშირზე არ გასულა. მოვლენები საინტერესოდ განვითარდა, სომხეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის დროს, ყველა, ასეთი კი, ხუთი შეხვედრა იყო, გულშემატკივრებმა დემონსტრატიულად შეაჩერეს, რადგან თავიანთი გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე გაემახვილებინათ ყურადღება, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. სომეხმა გულშემატკივარმა ამის შემდეგაც გააგრძელა აქციები, მათ შორის წამოაყენა მთელი რიგი მოთხოვნები, ჩაატარა პრეს-კონფერენციები და გაავრცელა ვიდეო-მიმართვებიც.


ამ ყველაფრის ფონზე, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ დუმილის შენარჩუნება არჩია. გულშემატკივარმა კი, როგორც თავად ამბობენ, ყოველგვარი შეურაცხყოფის, თავდასხმის, უხეშობის გარეშე, ისეთს, როგორსაც სხვა ქვეყანაში ვერ შეხვდებითო, მაინც გააგრძელეს წინააღმდეგობა.


ასეა თუ ისე, სომეხი ფანები ამობენ რომ ეს კონფრონტაცია, არ დასრულდება, ვიდრე, რომელიმე მხარე არ „გაიმარჯვებს". ამასობაში, სომხეთისა და საქართველოს ნაკრების 20 მარტის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, ადრე დაანონსების ნაცვლად, გუშინ დაიწყო. აქვე ერთ დეტალს დავაკონკრეტებთ, სტუმარი გუნდისთვის, ანუ ქართული მხარისთვის ბილეთები დათქმულ დღეს, 28 თებერვალს სრულად გაიყიდა. რაც შეეხება მასპინძლისთვის განკუთვნილ ტრიბუნებს, რომელზეც მხოლოდ ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია, ამასთან, ერთ მომხმარებელს 4-ზე მეტი ბილეთის შეძენა (ბილეთის კოდს მომხმარებელი მიიღებს თამაშის დღეს) არ შეუძლია, დღეს საღამოს კიდევ იყო დარჩენილი ბილეთები.


ჯერ-ჯერობით უცნობია, დამოუკიდებლად გაყიდა თუ არა სომხეთის ფედერაციამ ფან-ჯგუფების ტრიბუნაზე ბილეთები რიგითი მომხმარებლისთვის. სოციალურ ქსელში კი, ისიც დაიწერა, რომ ადგილობრივი ფანები, მათ ტრიბუნებზე ქართული დროშების არსებობას გააპროტესტებენ.


ცოტა კი უცნაურია, მაგრამ... ფაქტია, რომ თუკი ეს ყველაფერი სიმართლეა და რომ ასეც იყოს, ნაკრების თამაში, ქვეყნის პრესტიჟთან ერთად, განსაკუთრებით, როდესაც ეს ნაკრებს სჭირდება, ყველანაირ კონფრონტაციაზე მაღლა უნდა დადგეს.


უეფა-ს ერთა ლიგის ფლეი-ოფის ორ-რაუნდიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებებს შორის, ერევანში 20 მარტს გაიმართება. საპასუხო კო, რამდენიმე დღეში, 23 მარტს თბილისში, დინამო არენაზე.  აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისურ თამაშზე დასასწრები ბილეთები, რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა.