ქალთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება
ქალთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება
01.11.2018
ავტორი:

 

ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 8 და 11 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ორ ამხანაგურ შეხვედრას თურქეთის ქალთა ნაკრებთან გამართავს. შეხვედრები ორივე დღეს, 14:00 დაიწყება.

„ეს ორი ამხანაგური შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის შესარჩები ეტაპისთვის მოსამზადებლად დაიგეგმა, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება. ვთვლით, რომ ნაკრებმა უკვე დროა დაიწყოს მზადება. შესარჩევამდე რაც ბევრ თამაშს გავმართავთ, მით უკეთესი იქნება"- ამბობს ლევან ბაჯელიძე, საქართველოს ქალთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელი TSFF.GE- სთან საუბარში.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 23 ნოემბერს გაიმართება და სწორედ, ამ დღეს გაირკვევა, თუ რომელი ქვეყნის გუნდებთან ერთად მოხვდა საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ჯგუფში. ხვალიდან, 2 ნოებრიდან კი ჩვენი გოგონები თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ შეიკრიბებიან. ლევან ბაჯელიძემ ამ შეკრებაზე გამოუძახა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოთამაშე ყველა ფეხბურელს. მათ შორის გულნარა გაებლიას, რომელიც ყაზახურ „ბიიკ ყაზაგიურტში" თამაშობს და 2018 წლის სეზონზეც, კვალვ ყაზახეთის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დაასახელეს. ნაკრებთან ერთად იქნება შეკრებაზე, ტატა მატვეევა, რომლის გუნდიც ნორვეგიის თასის გათამაშების ფინალშია.

სავარაუდოდ, ამ შეკრებაზე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ახალი სახეც გამოჩნება ასაკობრივი ნაკრებიდან. თითქმის 2 წლიანი შესვენების შემდეგ, ეროვნულ ნაკრებთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს, გუნდის მთავარი მეკარე თამარ ნადირაშვილი, რომელსაც ტრავმის გამო, დიდი დრო გაუცდა. ნაკრების სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებს, რომ შესარჩევი ეტაპისთვის ნადირაშვილი 100%-ით მზად  იქნება.

საქარველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო, ოფიციალური შეხვედრა, დაახლოებით 2 წლის წინ ჩაატარა.