
ვილი სანიოლმა უეფა-ს ერთა ლიგის მოახლოებული ფლეი-ოფის თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა. გაფართოებულ შემადგენლობაში, რომელშიც ქართველთა სამწვრთნელო შტაბმა ამჯერად, 25 ფეხბურთელს დაუძახა, ერთი დებიუტანტია, 20 წლის ლუკა ლაცაბიძე, ოდესის „ჩერნომორეცისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მცველი, რომელიც უკრაინულ კლუბამდე, „დინამო თბილისის აკადემიაში" აღიზარდა და რამდენიმე წლის მანძილზე, „დინამო თბილისი 2" და მთავარი გუნდის ღირსებას იცავდა.
ლაცაბიძის გარდა, ვილიმ, კვლავ მისცა ნაკრებში შანსი და გაფართოებულ შემადგენლობაში გამოუძახა ირაკლი აზარობს, გიორგი გულიაშვილს, ირაკლი ზარიას. მარტის შეკრებაზე ეროვნულ ნაკრებთან იქნება ასევე, საბა გოგლიჩიძეც. წინა შეკრებებიდან განსხვავებით დაცვის ხაზის მოთამაშეებს შორის არ არიან გამოცდილი საბა კვერკველია და გიორგი გველესიანი. ამ ჯერზე, ვილის არც შორეული აშშ-დან გამოუძახია საბა ლობჟანიძე...კიდევ ერთი დეტალი, ამ ეტაპზე ნაკრებში, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში მოასპარეზე არც ერთი ფეხბურთელი არ არის.
აქვე შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრაში ჩვენს გუნდს გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია არადიპუ", კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი", საბერძნეთი); დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), ლაშა დვალი („აპოელი", კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („სალერნიტანა", იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი", დანია), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი", იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე („ჩერნომორეცი", უკრაინა); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე", ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა", უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა", რუმინეთი), ლევან შენგელია („ოფი კრეტა", საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა", ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი", უკრაინა), გიორგი ზარია („კაირათი", ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი („სარაევო", ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონის ოლიმპიკი", საფრანგეთი).
17 მარტიდან, სწორედ ამ დღეს შეიკრიბება ქართველთა გუნდი, მეზობელი სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ 20 და 23 მარტის თამაშებისთვის მოსამზადებლად. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ B ლიგაში ადგილის, ორმატჩიან ფლეი-ოფში გამარჯვებული წყვილში შეინარჩუნებს და ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.





ჩვენ







