
სანაკრებო შეკრებაზე ქართული ლეგიონი ამაღლებული განწყობით მოემგზავრება. ყოველ შემთხვევაში, კვირის დაგეგმილ საკლუბო თამაშებამდე, ვილის ბიჭებმა ევროტურნირებზეც თავი გამოიჩინეს. ორი ქართველის, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი" კი, უეფა-ს ევროა ლიგის 1/4 ფინალში აგრძელებენ ასპარეზობას.
დღეს, ჟორჟის „ლიონმა" 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში რუმინული „სტიაუა" გაანადგურა. ფრანგულმა კლუბმა, მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და ორი შეხვედრის ჯამში 7-1 გაიმარჯვა. თუმცა, ალბათ, ჩვენთვის დღევანდელი შეხვედრიდან ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დუბლი და ორი საგოლე გადაცემა ქართველის ანგარიშზეა. ჟორჟმა მინდორზე სრული შეხვედრა ჩაატარა. მიქაუტაძემ დუბლი მე-14 და 47-ე წუთებზე გაიტანა.
ამ მომენტისთვის, ქართველის ევროტურნირების ანგარიშზე 4 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. უკვე მომდევნო ეტაპზე, გიორგი მიქაუტაძის გუნდი, „მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება და ორ-რაუნდიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრას, 10 აპრილს სახლში, 17 აპრილს კი, მანჩესტერში ჩაატარებს.
დღესვე, უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის 1/8 ფინალში ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმაც", რომელიც „ჩელსისთან", ამჯერადაც დამარცხდა, 0-1. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი თამაში „ჩელსიმ" გასვლაზე 2-1 მოიგო. შესაბამისად, ორი შეხვედრის ჯამშიც, 3-1 გაიმარჯვა და გათამაშების მომდევნო ეტაპზეც გავიდა. გოჩოლეიშვილი, განაცხადში იყო, თუმცა, მინდორზე არ გამოსულა.





ჩვენ







