
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2025 წელს „სახლში" დაბრუნდა. 23 მარტს, ვილი სანიოლის გუნდი, უეფა-ს ერთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, „დინამო არენაზე" სომხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და აქვე შეგახსენებთ, რომ მასზე დასასწრები ყველა ბილეთი, ონლაინ-სალაროების გახსნისთანავე, რამდენიმე საათში გაიყიდა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია „დინამო არენაზე" დაბრუნება და თამაში. ადრეც ვამბობდით, რომ როგორც კი, მოგვეცემოდა შესაძლებლობა და სტადიონი იქნებოდა მზად, აუცილებლად დავბრუნდებოდით. პრინციპული მატჩები გველის, რადგან B ლიგაში დარჩენა და ძლიერ მეტოქეებთან თამაში მნიშვნელოვანია ნაკრების განვითარებისთვის. ამიტომ, წარმატებული თამაში მნიშვნელოვანია და „დინამო არენაზე" მოსული გულშემატკივარი დიდი ძალაა ჩვენთვის. საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ, „დინამო არენაზე" პირველად ვითამაშებთ და ამ სტადიონზე დაბრუნება გვახარებს. ამიტომ ყველას გელოდებით", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი, დღეს, სასტუმრო „პარაგრაფში", მედიასთან გამართულ შეხვედრაზე.

მას შემდეგ, რაც გადაწყდა თამაშის „დინამო არენაზე" ჩატარება, სფფ-ის გენ. მდივანმა დავით მუჯირმა მედიისთვის გააკეთა განმარტება სადაც აღნიშნა, რომ სტადიონის პირველი იარუსის 6 სექტორი იქნებოდა დაკეტილი. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ კონკრეტულად რომელი სექტორები იკეტებოდა რეაბილიტაციის მიზნით და აღმოჩნდა, რომ ექვსიდან ორი, მე-17 -18 სექტორებია. ალბათ, მათთვის, ვისაც ეს რიცხვები არაფრის მთქმელია, განვმარტავთ, რომ ეს არის ქართველ ქომაგთა სექტორები. შესაბამისად, შევეცადეთ იმის გარკვევასაც, თუ სად „დასცემდნენ" დროებით ბანაკს, „ქომაგები". 23 მარტის შეხვედრაში, ქომაგთა სექტორი „დინამო არენის" დასავლეთ ტრიბუნაზე, პირველი იარუსის მე-3 სექტორში იქნება. ალბათ, აქვე გეტყვით, რომ თბილისამდე, ერევანში თამაშის დღეს, ქომაგთა ოთხი ავტობუსი ჩავა და ქალაქის ცენტრში, მათთვის გამოყოფილ ადგილას შეიკრიბება. ჩვენ შევეცდებით, ქომაგებთან დაკავშირებით, უფრო დაწვრილებით, სხვა სტატიაში გიამბოთ.
ამჯერად კი, კიდევ ერთი მნიშნელოვანი თემა, რასაც, იაშვილი, დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე შეეხო. ისე მოხდა, რომ 2025 წელი ქართული ფეხბურთისთვის კვლავ დახუნძლულია მოვლენებით და ალბათ, ეროვნული ნაკრების შემდეგ, თუ თანაბრად არა, მნიშნელოვანია ტურნირი, რომელიც ზაფხულში, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ელის. გამომდინარე იქიდან, რომ სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში, სვანაძის ნოემბრის გუნდიდან, ორ მნიშვნელოვან ფეხბურთელს, ირაკლი აზაროვსა და ლუკა ლაცაბიძეს, ასევე, ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთ მოთამაშეს, საბა გოგლიჩიძესაც უხმო, ამასთან, მოახლოებულ მარტის თამაშებიდან, პირველში, საბას სასტარტო შემადგენლობაში დაყენების თაობაზეც ასე თუ ისე, მოსაზრება გამოთქვა, ჩვენ დავინტერესდით, რა პრინციპით „გაიყოფდა", ეს ორი ნაკრები ზაფხულში ფეხბურთელებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაცია ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ეროვნულ ნაკრებსაც ოფიციალური მატჩები ჰქონდა და ფეხბურთელები ახალგაზრდულ ნაკრებს შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ შეუერთდნენ. ახლა კი, ზაფხულში ეროვნულ გუნდს მხოლოდ ამხანაგური მატჩები აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზოთ", - ამბობს იაშვილი.





ჩვენ







