ირმა ოქრო, ნინა ბრინჯაო - ქართველი პარა მოფარიკავეები მედლების კოლექციას ამდიდრებენ
ირმა ოქრო, ნინა ბრინჯაო - ქართველი პარა მოფარიკავეები მედლების კოლექციას ამდიდრებენ
16.03.2025
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს პარა-მოფარიკავე ქალთა ნაკრები პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობს. დღეს ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში, B კატეგორიაში შეჯიბრის მოგება და პარა-ფარიკაობის ტოპ მოფარიკავეთა სათავეში დაბრუნება მოახერხა.


„ყველაზე უხერხული მეტოქე საკუთარი თავია. პირველი რაც ჩემს თავს ვუთხარი იყო, რომ თუკი ეს ერთხელ გააკეთე, კვლავ შეგიძლია. ასე, რომ მიდი ირმა. არ იყო მარტივი ფიზიკურად, მენტალურად და ჩემს ნაწილს ეს აშინებდა. მცირედით! მაგრამ ჩემპიონებს არ ეშინიათ. ჩემპიონები არიან ჩემპიონები იმიტომ, რომ ისინი საკუთარ შიშზე მაღლა დგანან", - ასეთი შინაარსის კომენტარი გაუკეთა ირმა ხეცურიანმა მსოფლიო პარა-ფარიკაობის ვებ-გვერდს, ტიტულის მოგების შემდეგ.


იტალიაში, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ნაკლებად ცნობილ მოწინააღდეგეს, იტალიელ ანდეა მოგოს დაუპირისპირდა და 15-9 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგეები ფინალში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ და შესაძლოა ამიტომაც, საკმაოდ საინტერესო გამოდგა. აღნიშნულ კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლები პოლონელმა კაროლინა სტრავინსკამ, რომელსაც ხეცურიანმა ½ ფინალში 15-7 მოუგო  და უკრაინელმა ნადიია დოლოჰმა დაისაკუთრეს.


დღესვე, ნინა თიბილაშვილმ და გვანცა ზადიშვილმა იასპარეზეს.


A კატეგორიაში სტაბილურად კარგად იასპარეზა ნინა თბილილაშვილმა, რომელიც ამჯერად მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.


პარა ფარიკაობაში მსოფლიოს თასის გათამაშება ხვალ გუნდური ასპარეზობით დასრულდება.