
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმეს. ზედიზედ მერვედ და საერთო ჯამში მეჩვიდმეტედ, ბორღჯალოსნება, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრები 46-28 დაამარცხა.
შესაძლოა საქართველოს ნაკრები არ ელოდა იმ წინააღმდეგობას, რომელიც განსაკუთრებით პირველ ტაიმსა და თამაშის მიწურულს ესპანურმა მოწინააღმდეგემ გაუწია. რეალურად ესპანელებმა ქულების უმრავლესობა სწორედ შეხვედრის ამ მონაკვეთში დააგროვეს ქულების უმრავლესობა. თუმცა, ქართული გუნდის კონტრშეტევებს მთელი მატჩის განმავლობაში, ვერაფერი მოუხერხეს. საქართველოს ნაკრებმა მოიგო ორივე ტაიმი, პირველი ერთი ქულის სხვაობით, 17-16, ხოლო მეორე 29-12(!).
ქართული გუნდიდან დღეს თავი გამოიჩინეს ლელო: ვანო კარკაძემ და ირაკლი ტაბუცაძემ, რომელთა ანგარიშზე 3-3 ლელოა, თითო ლელოთი კი, თავისი წვლილი ნიკა აბულაძემ და ვასილ ლობჟანიძემ შეიტანეს. სხვათა შორის, ტაბუცაძემ, სწორედ დღევანდელ მატჩში დადო სანაკრებო კარიერაში 50-ე ლელო. ეს, რაც შეეხება ლელოებს. გარდასახვების მხრივ კი, ქულები ორჯერ დაჩი პაპუნაშვილმა და ერთხელაც დავით ნინიაშვილმა გამოიჩინეს თავი.
დღევანდელ მატჩში, ბორჯღალოსანთა რიგებში კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური ნიუანსის შესახებ. ტაბუცაძის 50-ე ლელოს გარდა, რის მიხედვითაც ქართველმა, მსოფლიოს საუკეთესოთა ათეულში, მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, კიდევ ერთი „50" ჩაიწერა ქართველა მხარეს - ბექა გორგაძემ, 50-ე სანაკრებო მატჩი ჩაატარა, თუმცა, მას ჯერ კიდევ ბევრი უკლია, სანდრო თოდუას ნიშნულამდე, რომელმაც დღეს საქართველოს ნაკრების მაისურით, 120-ე შეხვედრა ჩაატარა.
და ბოლოს, ბუნებრივია, რაგბი ევროპის საჩემპიონო თასი, კვლავ თბილისში დარჩა. როგორც ჩანს ამ ტროფეის ქართული ჰავა ძლიან მოსწონს და აქედან წასვლასაც, ყოველ შემთხვევაში ჯერ, არ აპირებს.
ფოტო: ირაკლი ტყელამაძე / რაგბის კავშირი





ჩვენ







