
21-23 მარტის ჩათვლით თბილისი, საქათველოს დედაქალაქისთვის ტრადიციულ და საყვარელ ჯუდოს ტურნირს უმასპინძლებს. თბილისის გრან სლემი, „თბილისი არენაზე" სამი დღის მანძილზე გაიმართება და მასში მონაწილეობას, 53 ქვეყნის, 402 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირზე, საქართველოს ნაკრები 38 ჯუდოკით წარსდგება, რომელთა შორის 10 ქალი და 28 კაცი იქნება. საინტერესოა ის გარემოება, რომ ერთი წონითი კატეგორიის გარდა, ქართული ქალთა გუნდი, ყველა წონაში იქნება წარმოდგენილი. ბუნებრივია, თბილისის გრან სლემთან არანაირი კავშირში არაა, თუმცა, ქართული ქალთა ჯუდოს გულშემატკივარს შევახსენებთ, რომ შემოდგომიდან, ქალთა ასაკობრივ გუნდებთან, ერთ-ერთ მწვრთნელად, იაპონელი სპეციალისტი იმუშავებს.
რაც შეეხება კონკრეტულად თბილისურ გრან სლემს, ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
გოგონები:
-48 კგ - ჯულიეტა როდონაია
-52 კგ - ანანო მორგოშია
-57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე, სოფიო ბედოშვილი
-63 კგ - ეთერ ასკილაშვილი, გვანცა მჭედლიშვილი
-70 კგ - მარიამ ჭანტურია
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი
ბიჭები:
-60 კგ - ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი
-66 კგ - თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე
-73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე
-81 კგ - ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი
-90 კგ - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, თამაზ კობერიძე, ნიკა ხარაზიშვილი
-100 კგ - ილია სულამანიძე, ნიკოლო ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი
+100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი
როგორც ხედავთ, ქართულ გუნდს, ბიჭებში, ყველა წონაში 4-4 წარმომადგენელი ჰყავს. საინტერესოა ის გარემოება, რომ საქართველოს ჰიმნის ასაჟღერებლად, ერთმანეთის გვერდი-გვერდ და არ არის გამორიცხული პირისპირაც, იასპარეზებენ, გამოცდილი და ახალბედა ჯუდოკები და ეს, საკმაოდ საინტერესო საყურებელი იქნება.
და ბოლოს, თბილისის გრან სლემზე დასასწრები ბილეთები, ქართულ ონლაინ პლატფორმებზე იყიდება და მათი ფასი 10 და 15 ლარია.





ჩვენ







