10 და 11 ნოემბერს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს
10 და 11 ნოემბერს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს
01.11.2018
ავტორი:


საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრები 9 და 10 და 11 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ. ქართველი ფეხბურთელები, ევროპის ჩემპიონატის საკვალოფიკაციო ეტაპისთვის ემზადებიან.

ჩვენი გუნდი, ასპარეზობას მეინ-რაუნდიდან დაიწყებს და მეხუთე ჯგუფში თურქეთის, უნგრეთისა და ესპანეთის 19-წლამდე ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. წილისყრა, 1 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა. ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ჯგუფის მატჩებს 26-31 მარტს, თბილისი უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე რვა ნაკრები იასპარეზებს.

19-წლამდე მოთამაშეებს შორის ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში პირველად 2019 წლის 8-14 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება. მომავალი წლის შემოდგომაზე მასპინძელ ლატვიას, მეინ-რაუნდში გამარჯვებული შვიდი გუნდი შეურთდება.