სფფ 11 კანდიდატს შორის
სფფ 11 კანდიდატს შორის
01.11.2018
ავტორი:

უეფა-ს სუპერ თაისის შემდეგ, საქართველოს დედაქალაქმა შესაძლოა, 2021 წელს უეფას ევროპა ლიგის ფინალურ მატჩსს უმასპინძლოს. იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წელს, „დინამო არენაზე" გამართულმა შეხვედრამ მაღალი შესაფსება დაიმსახურა ქართული მხარის სურვილი იყო, უეფა-ს ამ მნიშვნელოვანი ფორუმის მასპინძელი, სულაც არაა რეალობას მოკლებული. ევროტურნირების ფინალური მატჩების მასპინძელი ქალაქები 2019 წელს დასახელდება.

მანამდე კი, ცნობილი ხდება, რომ უეფა-ს 11 წევრ ფედერაციას შორის, რომლებმაც 2021 წლის ევროტურნირების ფინალური მატჩების მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც არის.

უეფა-ს წევრმა 11 ფედერაციამ, ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის, სუპერ თასისა და ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩების მასპინძლობაზე განაცხადი მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატები არიან მიუნხენი (გერმანია) და სანქტ პეტერბურგი (რუსეთი). ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატი სამი ქალაქია თბილისი (საქართველო), ვენა (ავსტრია)და სევილია (ესპანეთი). უეფას სუპერ თასის მასპინძლობის კანდიდატები არიან:  მინსკი (ბელარუსი), ხარკოვი (უკრაინა), ბელფასტი (ჩრდილოეთ ირლანდია)და  ჰელსინკი (ფინეთი). ხოლო, ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატები კი, პრაღა (ჩეხეთი)და გეტებორგი (შვედეთი).

უეფა-ს ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატი, თბილისის მდებარე „ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაა". თბილისის კონკურენტი ვენის „ერნსტ ჰაპელის" სტადიონი და სევილიაა, ესპანური ქალაქი კანდიდატ სტადიონს მოგვიანებით დაასახელებს.