
23 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათზე, „დინამო არენაზე", უეფა-ს ერთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო მატჩი, საქართველოს ეროვნული ნაკრები, სომხეთს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა, გუშინ, 20 მარტს, ერევანში ქართველთ გამარჯვებით, 0-3 დასრულდა. ვილი სანიოლის გუნდი, საქართველოში თამაშის დასრულებისთანავე, ჩარტერული რეისით თბილისში გადმოფრინდა, ერევნის ქუჩებში კი, დილის 4 საათამდე, ქართული სიმღერებითა და შეძახილებით, ჩვენი ნაკრების ქომაგების ნაწილი, ამ გამარჯვებას აღნიშნავდა.
გუშინვე, ვაზგენ სრაგსიანის სახელობის სტადიონზე, მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე, ქართველთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, საპასუხო მატჩში რამდენიმე ცვლილება დააანონსა, თუმცა, მათ შესახებ უფრო დეტალურად, ხვალ, „დინამო არენაზე", ტრადიციულ მატჩს წინა დღით გათვალისწინებული პრეს-კონფერენციისას ილაპარაკებს. ისევე, როგორც სომეხთა მთავარი მწვრთნელი.
ერთ-ერთი, რა დასკვნის გამოტანაც, გუშინდელი, ერევანში მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენციებიდან შეგვიძლია, არის ცვლილებები, რომლებიც 23 მარტის შეხვედრაში, იქნება ორივე გუნდში. ქართველთა რიგებში, ეს გარემოება, უფრო, გურამ კაშიასა და ხვიჩა კვარაცხელიას „დაბრუნებითაა" გამოწვეული. მოწინააღმდეგე კი, ეცდება ერევნის „შეცდომების" გამოსწორებას.
აქვე, გეტყვით - საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების 23 მარტის შეხვერას, ინგლისელები განსჯიან. კერძოდ, 46 წლის ენტონი ტეილორი, რომელსაც, გარი ბესვიკი და ადამ ნანი დაეხმარებიან.
ჩვენი, ვებ-პორტალი დაესწრება აღნიშნულ პრეს-კონფერენციებს და შესაბამისად, უფრო დაწვრილებით ეცდება დეტალებზე გესაუბროთ.





ჩვენ







